აკედემიური ჟურნალი „ისტორიის რეკონსტრუქციები“
სტატიების კონკურსი. ბოლო ვადა: 15. 06.2016
„ისტორიის რეკონსტრუქციები“ რეფერირებადი მულტი-დისციპლინური აკადემიური ჟურნალია, რომელიც გამოიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ჟურნალი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიულ-კულტურული კონტექსტის რეკონსტრუქციას.
ახალი ნომრის გამოსაცემად, ჟურნალი „ისტორიის რეკონსტრუქციები“ აცხადებს სამეცნიერო სტატიების მიღებას მაგისტრის, დოქტორანტურის სტუდენტის, ან დოქტორის ხარისხის მქონე შემდეგი დისციპლინების წარმომადგენელთათვის: ისტორია, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერებები და ანთროპოლოგია.
პრიორიტეტული თემებია:
- ქალაქი, როგორც მრავალფეროვანი, მუდმივად განვითარებადი სოციალური წარმონაქმნი. ქართული ქალაქების განვითარება და მათი შედარებითი ანალიზი;
- ინსტიტუტები, ამ ტერმინის ფართო, სოციოლოგიური გაგებით. საინტერესო იქნება აკადემიური მსჯელობა კლანურ, საუბნო, პროფესიულ თუ კონფესიურ ერთობებზე გუშინ და დღეს;
- ელიტები. ელიტის ადგილი პოლიტიკაში. ელიტის სოციალური სტრუქტურის ანალიზი. საქართველოს მემკვიდრეობა ამ მხრივ და მისი გარდატეხა თანამედროვეობის ჭრილში.
სტატიის წარდგენის გზამკვლევი:
- სტატია უნდა გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: mariam.matiashvili.3@iliauni.edu.ge.
- სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის ფაილში.
- დასახელების ველში მითითებული უნდა იყოს ავტორის გვარი.
- სტატიის ზომა უნდა იყოს 5000-15000 სიტყვა (მათ შორის ბიბლიოგრაფია).
- სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
- ავტორმა, რომელიც წარმოადგენს ფოტოდოკუმენტაციას, უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაციის საავტორო უფლებებიც.
- სტატია უნდა შეესაბამებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის აკადემიურ სტილს, რომელსაც იხილავთ მითითებულ ლინკზე:
http://iliauni.edu.ge/uploads/other/2/2588.pdf
სარედაქციო საბჭო არ განიხილავს სტატიას, რომელიც:
- უკვე გამოქვეყნებულია, ან წარდგენილია გამოსაქვეყნებლად სხვა სამეცნიერო ჟურნალში, ან სხვა ინტერნეტ და ბეჭდურ გამოცემაში.
- არ მოიცავს არგუმენტირებულ მსჯელობასა და ანალიზს.
- არ ჯდება ეთიკურ ნორმებსა და სტანდარტებში.
- არ შეესაბამება ჟურნალის ფორმატს.
სტატია გაფორმებული უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:
- სატიტულო გვერდი: სტატიის სათაური, ავტორის სახელი, გვარი, ელექტრონული მისამართი, აფელაცია, თარიღი, აბსტრაქტი.
- ტექსტი: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა, ბიბლიოგრაფია.
ისტორიის რეკონსტრუქციები