GEOPOLITICS OF NOSTALGIA: FROM MEMORY WARS TO THE WAR IN UKRAINE

Authors

  • Sergei Medvedev Helsinki Collegium for Advanced Studies

Abstract

ტექსტის მიზანია, ახსნას უკრაინაში რუსეთის კოლონიური ომის დაწყების მიზეზები. ავტორს მიაჩნია, რომ ამ ომის რეალური წყარო მეხსიერებაა, ნოსტალგიაა. მსოფლიო ისტორიაში ეს, ალბათ, პირველი ომია, რომელიც სრულადაა მეხსიერებაზე დაფუძნებული. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიას თუ გადავხედავთ, არსებობს რეალიზმი, არ- სებობს ლიბერალიზმი და არსებობს კონსტრუქტივიზმი. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყე- ბული ომი კონსტრუქტივიზმის მაგალითია, რომლის დასაწყებად ვლადიმერ პუტინმა მეხ- სიერებაზე დაყრდნობილი ნარატივები გამოიყენა (გამოგონილი, გაყალბებული). სწორედ მისი ისტორიული წარმოსახვა გახდა ამ ომის დაწყების მიზეზი – ადამიანების ჯგუფმა სპეციფიკური სახის მსოფლიო წარმოიდგინეს და ამაზე დაყრდნობით გააჩაღეს ომი.

რუსეთი აღარ ცხოვრობს აწმყოში, ის არის ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს წარსულში და ეს პუტინის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი „მიღწევაა“. პუტინიზმი გარკვეულწილად რეტრო-პოლიტიკაა. მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა რუსეთის დიდებულ წარსულზე ოცნებაა – გამარჯვებიდან გამარჯვებამდე; ყოველთვის დასავლეთის წინააღმდეგ; ფაში- ზმის წინააღმდეგ მარტო მებრძოლი; უსამართლოდ დაჩაგრული ცივი ომის დასრულების შემდეგ.

ამ ყველაფრის უკან პოსტ-იმპერიული „გაბოროტება“ და იმპერიული რევანშიზმის იდეა დგას, რომელიც რუსების თავში ფრთხილად იქნა ჩანერგილი 2000-იანების პუტი- ნის რუსეთში – ჯერ განცხადებით, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო და შემდეგ მიუნხენში წაკითხული სიტყვით, სადაც გაცხადებული იყო, რომ ყოფილი იმპერია რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების სფეროში რჩებოდა, რა- საც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ტანკების შესვლა და სამხრეთ ოსეთის ოკუ- პაცია მოჰყვა. შედეგად, რუსეთი გახდა ერი, რომელიც ჩაეფლო წარსულში, შეპყრობილია ფაშიზმზე გამარჯვებით და განავითარა სპეციფიკური სახის რიტუალი, რომელსაც „победобесие“ – გამარჯვებით შეპყრობილობა ჰქვია. გამარჯვების კულტი კი ნამდვილ რელიგიად იქცა და გარკვეულწილად ჩაანაცვლა მართლმადიდებლობა. ამ მეხსიერებების ბრძოლის ნაწილია, ასევე, სტალინის კულტის აღდგენა – მისი წარმოჩენა, როგორც საბ- ჭოთა გამარჯვების მთავარი შემოქმედისა. თუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის აქცენტი იყო მშვიდობაზე, ახლა „დაე, არ იყოს ომი“ ჩაანაცვლა „ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ“ რიტორიკამ.

ამ ყველაფრის შედეგია რუსეთის კოლონიური ომის დაწყება უკრაინაში. იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი რამ ავირიდოთ, ავტორი რამდენიმე გამოსავალს ასახელებს:

  1. რუსეთი სამხედრო გზით უნდა დამარცხდეს, მისი დეიმპერიალი- ზაცია უნდა მოხდეს და ნორმალურ ერ-სახელმწიფოდ უნდა ჩამო- ყალიბდეს, რომლის გამოცდილებაც აქამდე არ ჰქონია;

  2. უნდა მოხდეს პოსტ-საბჭოთა სივრცის დეიმპერიალიზაცია, რა- დგან რუსეთი მას, როგორც საკუთარ კოლონიას, ისე აღიქვამს. ეს ომი კი სწორედ რომ კოლონიური ომია;

  3. რუსეთის დესოვიეტიზაცია უნდა მოხდეს, რადგან უკრაინაში ინ- ტერვენცია საბჭოთა წითელი დროშის ქვეშ ხდება;

  4. დაბოლოს, რუსეთის დენაციფიკაცია უნდა მოხდეს. რუსეთი უნდა გათავისუფლდეს ფაშისტური და ნაცისტური იდეოლოგიისგან, რომელიც მას მართავს ახლა.

Downloads

Published

2023-05-11