FIGHTING PUTIN’S PROPAGANDA FROM EXILE

Authors

  • Ekaterina Kotrikadze News Director at TV “Dozhd”

Abstract

ტელე-არხ „დოჟდის“ (TV Rain) ჟურნალისტი ეკატერინა კოტრიკაძე ესეში ყურადღე- ბას ამახვილებს დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე კრემლის პროპაგანდის წინაა- ღმდეგ ბრძოლაში. იგი ქრონოლოგიურად აღწერს იმ მოვლენებს, რა დროსაც პუტინს გა- ნსაკუთრებით უქმნიდა უხერხულობას თავისუფალი სიტყვა რუსეთში. თავად მოვლენები კი არ უკავშირდება მხოლოდ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას, არამედ იგი სათავეს 2013 წელს, მას შემდეგ იღებს, რაც უკრაინაში პრორუსული ძალები დამარცხდნენ და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დასავლეთისკენ გადადგა ნაბიჯი.

პუტინის საომარი არსენალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი პროპაგანდაა. კოტ- რიკაძე წერს, რომ ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედია გაუგონარ ისტორიებს თხზავს იმის თაობაზე, თუ როგორ სასტიკად ექცევა უკრაინის „ფაშისტური რეჟიმი“სა- კუთარ მოსახლეობას. ხოლო, რუსეთის თავისუფალი მედიის რიგი წევრები, მათ შორის უშუალოდ „დოჟდის“ ჟურნალისტები, კრემლის მითების მხილებას სისტემატურად ახდე- ნენ. სწორედ ამის აღსაკვეთად, ასევე იმ ნარატივის გასაძლიერებლად, რომ უკრაინაში „ფაშისტური“ რეჟიმი თარეშობს და, სინამდვილეში, რუსეთი არა უკრაინასთან, არამედ NATO-სთან იბრძვის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მიიღეს კანონი, რომელიც ჟურნალისტების სამართლებრივი დევნის საფუძველს იძლეოდა.

შედეგად, ჟურნალისტების მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა რუსეთი დატოვა. ავტორი ხაზს უსვამს იმას, რომ მიუხედავად ამისა, მათი საქმიანობა არ კარგავს მნიშვნელობას და რიგი მედია-პლატფორმები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მონაწილეობენ პუტინის პროპაგანდის წინააღმდეგ.

Downloads

Published

2023-05-11