„WE HAD NO OTHER OPTIONS“, OR THE CLASH OF HISTORICAL NARRATIVES BEHIND THE RUSSIAN INVASION IN UKRAINE

Authors

  • Ivan Kurilla

Abstract

პუტინი უკრაინასთან ომს ისტორიული კანონზომიერებით ამართლებს – ის ამტკი- ცებს, რომ რუსეთსა და უკრაინას საერთო წარსული აქვს და რომ „რუსეთს სხვა გამოსა- ვალი არ დაუტოვეს“. დღევანდელი პოლიტიკური ამოცანები განსაზღვრავს რუსეთის ხე- ლისუფლების ისტორიულ დისკურსს: მისთვის დღეს ისტორია არის მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის წარსული იყო გმირული და პატრიოტული; ის, რომ თანამედროვე რუსეთი არსებობს და მისი მოსახლეობა ცოცხალია, წარსულში გაღებული მსხვერპლის შედეგია. წინამდებარე ესეიში რუსი ისტორიკოსი, ივან კურილა განიხილავს ისტორიის მიმართ მსგავსი დამოკიდებულების მეთოდოლოგიურ პრობლემას.

კურილა იმას არ ამტკიცებს, რომ ისტორიული მოვლენები 21-ე საუკუნეში მნიშვნელო- ბას კარგავს. მაგალითისთვის მას მოჰყავს აშშ, სადაც გასული წლების საზოგადოებრივი პროტესტების შედეგად, არაერთი ისტორიული მონუმენტი განადგურდა. თუმცა, მისი აზრით, რუსეთისა და აშშ-ის შემთხვევებს შორის არსებითი განსხვავება ხელისუფლების როლში მდგომარეობს: აშშ-ში მონუმენტები აქტივისტებმა გაანადგურეს, ხოლო რუსეთის ხელისუფლებას ისტორიის ინტერპრეტაციაზე აქვს მონოპოლია დაწესებული და საზოგა- დოების ჩართულობა მინიმალურია.

ავტორის აზრით, მეთოდოლოგიური პრობლემაც სწორედ ამაში მდგომარეობს: 21-ე საუკუნეში ისტორია, როგორც სამეცნიერო დისციპლინა არის წარსულსა და აწმყოს შო- რის დიალოგის საშუალება და არა მონოლოგი ან წარსული ფაქტების მშრალი აღწერა. პრობლემაა, როდესაც დიალოგის ამ კომპლექსურ პროცესში წამყვანი როლი სახელმწი- ფოს უკავია და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს ისტორიის ინტერპრეტაციის შესაძ- ლებლობა არ ეძლევა.

კურილას მიაჩნია, რომ პუტინი ამას ორი მიზეზით აკეთებს: 1) გაამართლოს უკრაი- ნასთან ომი და 2) საკუთარი კონტრიბუცია შეიტანოს ისტორიის სახელმძღვანელოებში, რომლებიც მომავალში შეიქმნება. ის ცდილობს, ისტორიაში შევიდეს პეტრე I-ის მსგავსად, რომელმაც რუსეთს ტერიტორიები შეუერთა. სტალინსაც აქვს მსგავსი დამსახურება, თუ- მცა პუტინს მასთან საკუთარი თავის გაიგივება არ სურს. მიუხედავად დიდი მცდელობისა, კურილას აზრით, პუტინი „ისტორიულ ენას“ ბოლომდე ვერ აკონტროლებს, რადგან რუ- სეთში ომის მხარდამჭერ აქციებზე საბჭოთა დროშები და სიმბოლიკა უფრო შეიმჩნევა, ვიდრე რაიმე სხვა.

აქედან გამომდინარე, ესეის მიხედვით, გარდა იმისა, რომ ისტორიის ინტერპრეტაცი- აზე მონოპოლია და სწორხაზოვანი შეფასება 21-ე საუკუნეში მეთოდოლოგიურად გაუ- მართლებელია, ის ასევე ერს თვითგამორკვევის შესაძლებლობას უკარგავს. დღევანდელ რუსეთში არ არსებობს პასუხი შეკითხვაზე „ვინ ვართ ჩვენ?“ თუ, საბჭოთა კავშირის და- შლის შემდეგ, 1990-იან წლებში ამ შეკითხვაზე მეტ-ნაკლებად გაეცა პასუხი, ეს დღევა- ნდელი რუსეთისთვის არარელევანტურია. შესაბამისად, ხალხი, რომელიც წითელ დრო-შებს აფრიალებს, თავის იდენტობას საბჭოთა პერიოდს უკავშირებს. ისინი სწორედ ამას მიიჩნევენ რელევანტურად – რადგან ჩვენ არ ვართ რუსი დემოკრატები, მაშასადამე, ჩვენ საბჭოთა ადამიანები ვართ.

Author Biography

Ivan Kurilla

Historian

Downloads

Published

2023-05-11