EUROPEAN AND TRANSATLANTIC SECURITY AND THE RUSSIA’S WAR AGAINST UKRAIN
Abstract
ესეი განიხილავს, თუ რა გავლენა მოახდინა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინა- აღმდეგ დაწყებულმა რუსეთის ომმა ევროპული და ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების წესრიგზე და როგორ პასუხობენ ევროკავშირისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები არსებულ გამოწვევებს.
ავტორი აღნიშნავს, რომ 21-ე საუკუნეში ევროპული სახელმწიფოები, ევროკავშირი და ზოგჯერ ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად იყენებდნენ საერთაშორისო ურთიერთობებში ნეოლიბერალიზმის/იდეალიზმის, ინსტიტუციონალიზმისა და კონსტ- რუქტივიზმის მიდგომებს. მსოფლიო აქცენტს აკეთებდა „რბილ უსაფრთხოებაზე“. შედე- გად, ჩდრილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამაც (NATO) კი, თავის მთავარ ფუნქციად პოლიტიკურ დიალოგსა და არასამხედრო საფრთხეებზე მუშაობა განსაზღვრა. კლასიკური ხისტი უსაფრთხოების პრობლემების აღორძინება რეგიონში წარმოუდგენ- ლად მიიჩნეოდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა ომმა და უკრაინის წინააღმდეგობამ გამოიწვია ევრო-ატლანტიკური ქვეყნების უსაფრ- თხოებისა და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიების განახლება და უსაფრთხოების სისტე- მების ცვლილება.
ავტორი განიხილავს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ გამოყოფილი დახმარების მნიშვნელობას და ხაზს უსვამს აშშ-ის, პოლონეთისა და გაერთიანებული სა- მეფოს როლს როგორც სამხედრო, ასევე ჰუმანიტარული დახმარების მხრივ. აგრეთვე, სა- უბარია გერმანიის როლზე, მის რუსეთთან არსებულ წარსულ ურთიერთობებზე და იმაზე, თუ როგორ შეაფერხა ყოველივე ამან გამოწვევაზე მყისიერი პასუხის გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ერთ-ერთ მთავარ გავლენის მომხდენ ქვეყნად გერმანია მიიჩნე- ოდა, სწორედ ვაშინგტონის მტკიცე პოზიციამ მოახერხა ევროპის ქვეყნების კონსოლიდა- ცია უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. მხოლოდ სამი ქვეყნის – აშშ-ის, გაერთიანებიული სამეფოსა და პოლონეთის ერთიანმა ძალისხმევამ გამოიწვია NATO-ს, ევროკავშირისა და გერმანიის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება.
ავტორი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების წესრიგი, ძირითადად, მისი ნორმატიული საფუძვლები, მოითხოვს სერიოზულ გადახედვას. უკრაინის და ზოგადად, რეგიონის ქვეყ- ნების მომავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მასში მცირე ცვლილებების შეტანა საკმარისი არ იქნება. ექსპლიციტურად და გასაგებად უნდა განიხილებოდეს ის მექანი- ზმები, რომლებიც უპასუხებს რუსეთის მიერ წამოჭრილი უსაფრთხოების დილემას, განსა- კუთრებით ბირთვული იარაღის არსებობის კონტექსტში. უკრაინას აქვს პასუხი ამ გამო- წვევაზე: რუსეთის ფედერაციის დაშლა, დემილიტარიზაცია და დენუკლიარიზაცია. ხოლო როგორ აპირებენ ევროპული ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში არსებული უსაფრთხოების დილემას უპასუხონ და ევროპასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოება უზრუნველყონ, ჯერ კიდევ განხილვის საგანია.