REGIME STABILITY AND WAGING WAR IN UKRAINE: CONTINUITY AND CHANGE IN RUSSIAN POLITICS IN THE FIRST SIX MONTHS AND BEYOND

Authors

  • Matthew Blackburn Upsala University

Abstract

ესეიში ყურადღება გამახვილებულია რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ექვს თვეზე. ავტორი ცდილობს, შეაფასოს, რა მიმართულებით შეიცვალა, რა მხრივ შენარჩუნდა და რამდენად სტაბილურია რუსეთის შიდა პოლიტიკა. მეთიუ ბლექბერნის აზრით, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ კრემლი აცნობიერებს პოლიტიკური რეჟიმის სტაბილურობის მნიშვნელობას, საკუთარ თავს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს როგორც საგარეო პოლი- ტიკაში, ისე სამხედრო მოქმედებების შემდგომი ესკალაციის მხრივ. იგი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად გამოცხადებული მობილიზაციისა, დიდი ალბათობით, ფრთხილი პოლიტიკა შენარჩუნდება: იმის ნაცვლად, რომ რუსეთმა იხელმძღვანელოს სარისკო სტრატეგიით — „ან ყველაფერი, ან არაფერი“, ის ეცდება, რომ შეასუსტოს უკრაინის წინააღმდეგობა „დამღლელი ომის“ მეშვეობით, გაანადგუროს ინფრასტრუქტურა და აქციოს უკრაინა შე- უმდგარ სახელმწიფოდ.

პუტინის გადაწყვეტილებამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებასთან დაკა- ვშირებით დიდი გავლენა იქონია მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. მიუხედავად ამისა, ავტორს მიაჩნია, რომ, მსოფლიოსთან შედარებით, ომს რუსეთის საშინაო პოლიტი- კაზე მკვეთრი გავლენა არ მოუხდენია. ესეის ავტორი ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ ყველაზე დიდი ცვლილებები ელიტების ერთიანობის შესანარჩუნებლად, პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესიისა თუ იძულებით თანამშრომლობისთვის და საინფორმაციო ომის წარმოებისთვის 2022 წლის ომამდე განხორციელდა.

ესეიდან გამომდინარეობს, რომ რუსეთის პოლიტიკა დიდწილად არ შეცვლილა უკ- რაინასთან ომის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით მო- მდევნო ექვს თვეზე. მობილიზაცია და სამხედრო მოქმედებების ესკალაცია წნეხად აწვება სხვადასხვა სახელისუფლებო ვერტიკალს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებ სავარაუდოა, პუტინმა სერიოზული ნაბიჯები გადადგას რუსეთის ნეო-სტალინისტურ სახელმწიფოდ გარდაქმნისკენ – წერს ავტორი – შესაძლოა, რომ ომის დროს ლოიალობის პოლიტიკამ გამოიწვიოს ელიტის არაპროგნოზირებადი გადაჯგუფება. საბოლოო ანალიზისას, ბლექ- ბერნი ამტკიცებს, რომ როგორც არასდროს, გასული ოცი წლის განმავლობაში, პუტინის სისტემა დამოკიდებულია სამხედრო შედეგებსა და მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაზე. შესაძლოა, რომ სწორედამ ორმა ცვლადმა განსაზღვროს არსებული რე- ჟიმის მომავალი.

Author Biography

Matthew Blackburn, Upsala University

Researcher at Institute for Russian and Eurasian Studies

Downloads

Published

2023-05-11