WHAT MAKES RUSSIA DIFFERENT FROM OTHER FORMER EMPIRES?
Abstract
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ცხადი გახდა ის, რაზეც ბევრი ადამიანი ფიქრობდა, მა- გრამ საყოველთაოდ არ იყო აღიარებული – ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში. რუსეთს არ უარუყვია თავისი იმპერიული წარსული და ეს მთავარი პრობლემაა, პირველ რიგში, მისი ყოფილი იმპერიის მიერ დაპყრობილი ქვეყნებისთვის, შემდეგ მსოფლიოსთვის და ბოლოს, თავად რუსეთისთვისაც.
რუსეთის უკრაინაში ინტერვენციამ თვალნათელი გახადა რუსულ და დასავლურ და- მოკიდებულებებს შორის განსხვავება, როცა იმპერიის არსზე ვსაუბრობთ. აშკარაა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი, რომელიც მეზობელი ტერიტორიის დაპყრობისა და ანექ- სიის მცდელობაა, იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის გამოვლინებაა, მისი ტრადიცი- ული, ძველმოდური გაგებით. ამ გამოვლინებებს წინ დაკარგული იმპერიის ნოსტალგიის ღია გამოხატულება უძღოდა. ამის მაგალითია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლა- დიმერ პუტინის 2007 წლის სიტყვა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
დასავლეთმა, მეორე მხრივ, არა მარტო უარი თქვა თავის ყოფილ კოლონიებზე, არამედ თავად სიტყვა კოლონიალიზმი შეურაცხმყოფელ სიტყვად აქცია, რაც, თავისთავად, იმპე- რიულ წარსულს ხდის დასაგმობსა და მოსანანიებელს. ის ფაქტი, რომ პოსტ-კოლონიური თეორიები წამყვან დასავლურ უნივერსიტეტებში დომინანტურ მიდგომას წარმოადგენს, შეიძლება დასავლეთის კოლექტიურ მონანიებადაც ჩაითვალოს.
ავტორს მიაჩნია, რომ დასავლური დემოკრატიული სამყაროს იმპერიალისტური/კო- ლონიალისტური პრინციპებისადმი მიდგომებმა განიცადა ჭეშმარიტი და ფუნდამენტური ტრანსფორმაცია. რუსეთმა ეს ვერ შეძლო და პირიქით, აღშფოთებულია დასავლეთის ანტიკოლონიალისტურ დამოკიდებულებებზე, ნორმებსა და წესებზე, რომლებიც კრძა- ლავს იმპერიულ მიდგომებს – დაპყრობებისა და ანექსიების ტრადიციულ პოლიტიკას.
სწორედ ამ განსხვავებებს აღწერს ქვემოთ მოცემული ტექსტი და ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას: რა განასხვავებს რუსეთს სხვა ყოფილი იმპერიებისგან, რომლებმაც წლე- ბის წინ თქვეს უარი იმპერიულ იდენტობასა და კოლონიურ ტერიტორიებზე.