ANXIETY IN “MEGACOUNTRIES” AND IN “SMALL COUNTRIES”
Abstract
ესეიში – „მეგა და მცირე ქვეყნების შფოთი“ – ავტორი რუსეთისა და საქართველოს უსაფრთხოების აღქმებზე მოგვითხრობს. მისთვის რუსეთის ქცევა ერთი მიზეზით არ აიხსნება. მნიშვნელოვანია რუსეთის, როგორც მეგაქვეყნის იდენტობა, რომელიც გარდაუვლად მიილტვის ერი-სახელმწიფოს კონცეფციით სახეცვლილი იმპერიული ამბიციებისაკენ. საქართველოს „სიმცირის“ განცდა კი სწორედ ამ მეგაქვეყნის სიახლოვითაა განპირობებული. „შფოთვა“ რუსეთში საკუთარი, შეჩვეული თვითაღქმის შელახვიდან მო-მდინარეობს. საქართველოში „შფოთვას“ მეზობელი მეგაქვეყნიდან ბოლო დროს მომდი- ნარე მასობრივი მიგრაციაც ზრდის.
რუსეთის არსებით პრობლემად დანახულია „ერი სახელმწიფოს“ და „იმპერიის“ იდეათა წინააღმდეგობრიობა. პირველი „კარგ ცხოვრებასთან“ ასოცირდება, მეორე კი „ცივილიზატორულ დიდებასთან“, ოღონდ, მეორის გამო პირველის მსხვერპლშეწირვაც მისაღები ხდება. რუსეთზე საუბრისას, ავტორი ასევე ეხება ნაციონალიზმის მკვლევართა დაკვირვებებს, რომელთა თანახმად, რუსეთის იდენტობაში დიდი კვალი დატოვა მონ ღოლთა იმპერიის ქვეშ ცხოვრების გამოცდილებამ. რუსეთის გეოპოლიტიკური შფოთვის უკან იდენტობის თუ კულტურის გამო შფოთვაა. რუსეთის პოლიტიკურ კოსმოლოგიაში საზღვარიც განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – იგი უცხო კულტურათა და იდეოლოგიათა მოახლოების საფრთხის მატარებელია.
კიდევერთითემა,რომელსაცავტორიეხება,სირცხვილისგანცდაა.ბევრრუსსრცხვენია უკრაინაში ომის გამო. შეიძლება ამას მოჰყვეს რაიმე ცვლილება? თუ ეს სირცხვილის განცდა ისევ გარე სამყაროსადმი ეჭვიან რუსულ იდენტობას გაამყარებს? ბუნებრივია, ავტორს არ აქვს პასუხები მომავალზე, მაგრამ იგი ამ მომავლის პროგნოზირებისათვის საინტერესო მოცემულობებზე საუბრობს.
საქართველოს შემთხვევაში კი აქტუალური ისევ ამ იმპერიული მეზობლისგან მომ დინარე ნაირფერ აგრესიულ იმპულსებზე რეაქციაა. ამგვარი გამოცდილებიდან მომდი ნარეობს ის ნეგატიური დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოში თავშესაფრის მა ძიებელი რუსი მიგრანტები შეიძლება აწყდებოდნენ. თუმცა ქართული საზოგადოებაც გაორებულია თავის იდენტობაში, როგორც ამას ავტორის მიერ მაგალითად მოყვანილი ინტერვიუ აჩვენებს. გაორება იქიდან მომდინარეობს, რომ როდესაც ერთთათვის რუ სული იმპერიალიზმია მიუღებელი და სუვერენიტეტი კი მთავარი ღირებულება, მეორეთათვის მთავარი შიდაქართული დაპირისპირებები და კოლონიური „სუბალტერნის“მდგომარეობისათვის მზადყოფნაა.