RUSSIAN RULING CIRCLES: AN ONLY APPARENT SOLIDITY?
Abstract
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო საერთაშო- რისო სანქციები დაწესდა. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ელიტა მნიშვნელოვან წევრებს არ მიუტოვებიათ. ბევრი მათგანი პუტინის ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის მომავლისთვის კატასტროფულ მოვლენად მიიჩნევს, მაგრამ ღიად არ გამოხატავს აზრს. ავტორი თვლის, რომ ყოველივე ეს პუტინის მიერ ორი ათწლეულის განმავლობაში შექმნილი ძლიერი პოლიტიკური სისტემის დამსახურებაა. მმართველთა 100 ყველაზე გა- ვლენიანი წარმომადგენლიდან მხოლოდ ერთი, ანატოლი ჩუბაისი, განუდგა მას.
პუტინის სისტემა ძლევამოსილი ჩანს, რომელიც იმგვარადაა ჩამოყალიბებული და კონტროლირებადი, რომ არცერთ გავლენიან ჯგუფს მისი განადგურება არ შეუძლია. მი- ზეზი ორია: 1. სისტემა მის ყველა წევრს აძლევს სარგებლის მიღების უფლებას; 2. ე.წ. „სი- ლოვიკების“ [ძალოვნების] როლი მნიშვნელოვანია არალოიალურობის პრევენციისთვის. კრემლს ჯერ კიდევ აქვს რესურსი იმისთვის, რომ რუსული მმართველი ელიტის წარმომა- დგენლებმა წასვლას დარჩენა ამჯობინონ.
ავტორი კითხულობს, რესურსების სიმწირისა და საერთაშორისო სანქციების ფონზე, როდემდე გაგრძელდება ასე? რესურსები ილევა, რამაც, შეიძლება, რუსულ ელიტაში კო- ნკურენცია გაზარდოს და სისტემის მიტოვება გარდაუვალი აღმოჩნდეს.
მაგრამ ელიტის წევრები ამას, სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებენ, რაც ქვეყნის შიგნით ყველა შანსს გამოიყენებენ საკუთარი ინტერესების დასაცავად. რეჟის ჟა- ნტეს აზრით, პრობლემურია პუტინის მემკვიდრის შერჩევაც. სისტემის ავტორიტარული ბუნება პუტინის სიცოცხლეშივე მის შეცვლას თითქმის წარმოუდგენელს ხდის.