ედვინ ებოტის მემკვიდრეობა – „რომანსი მრავალ განზომილებაზე“

ავტორები

  • ირაკლი ჯაფარიძე
  • რომანი ყურაშვილი

ანოტაცია

თეზისები: არისტოტელეს თქმით, ღმერთი ადამიანებს მათემატიკის ენით ესაუბრება. გამოდის, რომ მათემატიკა სამყაროს შესწავლისათვის აუცილებელი პირობა და საშუალებაა. თუმცა, სასკოლო სწავლების შედეგები გვიჩვენებს, რომ მათემატიკური ანბანის შესწავლა მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული. მათემატიკის სწავლა-სწავლების პროცესი განსაკთრებით მნიშნველოვანი და ფაქიზია სწავლების დაწყებითსა და საშუალო საფეხურზე, რადგან აღნიშნულ პერიოდში პრობლემურია რთული მათემატიკური ობიექტებისა და მოვლენების ახსნა და წარმოჩენა მოსწავლეებისათვის გასაგებ ენაზე. მაგალითად, უსასრულო სიმრავლეების, გეომეტრიის პირველადი ცნებებისა და სხვა საკვანძო საკითხების სრულფასოვანი გააზრება. ამიტომ საჭიროა, შევიმუშავოთ უნივერსალური მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მათემატიკის შემწავლელებს ამ პროცესს გავუიოლებთ.

მე-19 საუკუნის მწერალმა და თეოლოგმა, ედვინ ებოტმა, რომელიც ამავდროულად, სკოლის მასწაველბელიც იყო, საკუთარი მოსწავლეებისთვის შექმნა ე. წ. მათემატიკური რომანი Flatland, რომელშიც ავტორი ცდილობს, ბუნების რთული მათემატიკური მოვლენები ლიტერატურული ნაწარმოების ფორმით გადასცეს მოსწავლეებს და ამით მათ მათემატიკური აღქმა გაუიოლოს. ჩვენი აზრით, ე. ებოტის მცდელობა მათემატიკის ამგვარი სწავლა-სწავლებისა, წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. აღნიშნული მეთოდის წარმატებისათვის, ჩვენი აზრით, არანაკლები მნიშვნელობა აქვს ე. ებოტის ამავე რომანის მიხედვით 2007 წელს გადაღებულ ანიმაციურ ფილმს, რომელიც განკუთვნილია სკოლამდელი და დაწყებითი საფეხურის ბავშვებისათვის. ჩვენი სტატიის მიზანია, მსჯელობის საგნად ვაქციოთ მათემატიკის კანონებისა და რომანის ჟანრის სინთეზის სპეციფიკა, ასევე, ე. ებოტის მათემატიკური რომანის ის საკითხები, რომლებიც რთული მათემატიკური მოვლენების ლიტერატურულ პარადიგმებად შეგვიძლია განვიხილოთ. ესენია:

1) განზომილება და მისი არსი, ორგანზომილებიანი სამყარო, ანუ სიბრტყის სტრუქტურა
2) ერთგანზომილებიანი სამყარო, ანუ წრფის სტრუქტურა
3) გეომეტრიული ფიგურის აღქმა და თვისებები

4) სამგანზომილებიანი სამყარო, ანუ სივრცის სტრუტქურა
5) მრავალგანზომილებიანი სივრცეები
ე. ებოტის Flatland ნაკლებად ცნობილი რომანია ქართული (და არა მარტო ქართული) ლიტერატურული სივრცისათვის. ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ე. ებოტის რომანი საუკეთესო საშუალებაა მათემატიკის შესწავლის მსურველთათვის, რათა მათ სრულფასოვნად და სიღრმისეულად გაიაზრონ „ღვთიური ენის ანბანი“, ჩვენი მიზანი, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე მსჯელობასთან ერთად, ამ და მისი მსგავსი სხვა, არაკლასიკური რომანების პოპულარიზაციაც არის. ვფიქრობთ, ამით დავამსხვრევთ მითს იმის შესახებ, რომ მათემატიკა რთლად შესასწავლი მეცნიერებაა, ხოლო ლიტერატურა – სამყაროს წარმოსახვითი ჭვრეტის რაკურსი. შევეცდებით, დავასაბუთოთ, რომ მათემატიკისა და ლიტერატურის შესძლებლობათა სინთეზის მეშვეობით იოლად შევიცნობთ ჭეშმარიტებას.

ავტორის ბიოგრაფიები

ირაკლი ჯაფარიძე

დოქტორანტი

რომანი ყურაშვილი

ბაკალავრი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისი, საქართველო

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-11-30

როგორ უნდა ციტირება

ჯაფარიძე ი., & ყურაშვილი რ. (2020). ედვინ ებოტის მემკვიდრეობა – „რომანსი მრავალ განზომილებაზე“. Etudes Interdisciplinaires En Sciences Humaines, (7), 675–688. Retrieved from https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/520

გამოცემა

სექცია

სტატიები