მხატვრული „ტექსტის მოშიანურების“ შესახებ: ანტუან დე სენტ ეგზიუპერის პატარა უფლისწულის ქართულენოვანი თარგმანები

Auteurs

  • რომანი ყურაშვილი
  • მიხეილ დარსაველიძე

Résumé

მხატვრული ტექსტის თარგმანი უფრო მეტად კულტურული მოვლენაა, ვიდრე ლინგვისტური ბუნების შემოქმედებითი პროდუქტი. მთარგმნელი კი, როგორც ამ შემოქმედებითი პროცესის სუბიექტი, ერთის მხრივ, თავისი მშობლიური კულტურული კონტექსტის ტყვეობაშია, ხოლო, მეორეს მხრივ, იგი სათარგმნი ტექსტის კულტურული კოდების გავლენას განიცდის და, სხვადასხვა მიზეზით (ხშირად მისთვის აუხსნელი დაინტერესების საფუძველზე), უჩნდება სურვილი, ეს კოდები თავის ენაზე ახსნას. ამ პროცესს თარგმანის თეორეტიკოსი, ლორენს ვენუტი, „ტექსტის მოშინაურებას“ (“Domestication”) უწოდებს.

თარგმანის ინტერკულტურული სიღრმეებით დაინტერესებისას მსჯელობის ობიექტად უნდა ვაქციოთ სათარგმნი მასალის მხატვრული თავისებურებები, ისტორიული და ფილოსოფიურ- რელიგიური კონტექსტები, მთარგმნელის არჩევანის მიზნები. ამ თვალსაზრისით, საინტერესოდ მიგვაჩნია ანტუან დე სენტ ეგზიუპერის პატარა უფლისწული, რომელიც 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე ითარგმნა და, მათ შორის, ოთხგზის – ქართულ ენაზე (გიორგი ჩიმაკაძე – 1963, ბაჩანა ბრეგვაძე – 1996, გიორგი ეკიზაშვილი – 2003, მერაბ ფიფია – 2016).

ვინაიდან საკითხი საკმაოდ ვრცელია, ამჯერად ვიმსჯელებთ პატარა უფლისწულის მხოლოდ ორი ქართულენოვანი თარგმანის (გ. ჩიმაკაძე, მ. ფიფია) შესახებ. არჩევანი განსაზღვრა იმან, რომ საინტერესოდ მივიჩნიეთ, თარმგანებს შორის ყოფილიყო მაქსიმალურად დიდი დროის შუალედი, რათა უკეთ შეგვეფასებინა, ექვემდებარება თუ არა დროისა და, შესაბამისად, გემოვნების მოთხოვნებს თარგმანი და მისი ავტორის არჩევანი. სწორედ ამიტომ შევჩერდებით პატარა უფლისწულის პირველ, ყველაზე ძველ, და უახლეს თარგმანზე, რათა კონტრასტის საშუალებით უფრო მკაიფოდ წარმოვაჩინოთ, თუ რა შეიცვალა თარგმანის ხელოვნებაში ამ ხნის განმავლობაში. ასევე, ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა ფაქტი, რომ ჩვენს წინაშე იყო მეოცე საუკუნის სამოციანი წლებისა და ჩვენი თანამედროვეობის ინტერესებისა და გემოვნების გამომხატველი თარგმანები. პირველ შემთხვევაში ჩვენს ინტერესს იწვევს საბჭოეთის პერიოდის რეალობა,იდეოლოგიზებული ეპოქის კულტურის თავისებურებები, ეპოქა, როდესაც იზღუდებოდა, ზოგადად, მოქალაქისა და, შესაბამისად, ალბათ, მთარგმნელის ინდივიდუალიზმიც. ხოლო ამ დროიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, ოცდამეერთე საუკუნეში, ვითარება რადიკალურად განსხვავებულია – აღდგენილია საქართველოს სუვერენიტეტი, აღარ არსებობს საბჭოური ცენზურის უღელი, შესაბამისად, მთარგმნელს მეტი თავისუფლება აქვს, რამაც, ცხადია, დიდი ინტერესი აღძრა ჩვენში.

აღნიშნული თარგმანების შედარების საფუძველზე შევეცდებით, გავარკვიოთ:

  • იქონია თუ არა გავლენა ისტორიულმა რეალობამ ეგზიუპერის ტექსტის ქართულად „მოშინაურებულ“ ვერსიებზე;

  • რა როლს ასრულებს ორიგინალსა და თარგმანებში ტექსტის ექსპრესიულობის გამომხატველი საშუალებები: ბიბლიური (თუ სხვა წარმომავლობის) ალუზიები, ფრთიანი გამოთქმები, რემინისცენციები;

  • ემთხვევა თუ არა ერთმანეთს ორი ქვეყნის (ორიგინალისა და თარგმანის ქვეყნების) კულტურული კოდები და პარადიგმები;

  • რა ფუნქცია აქვს პერსონაჟების წარმომავლობას, მოხეტიალე თემებსა და მოტივებს – როგორც ორიგინალში, ასევე – თარგმანებში;

  • როგორია ქართულ ყაიდაზე „მოშინაურებული ტექსტის“ მხატვრულ – ესთეტიკური ღირებულება – რამდენად არის ქართულ ენაზე ამეტყველებული უფლისწული უკვე მივიწყებული ბავშვობის გახსენება ქარათულენოვანი მკითხველისათვის.

Bibliographies de l'auteur

რომანი ყურაშვილი

ბაკალავრიატის სტუდენტები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისი, საქართველო

მიხეილ დარსაველიძე

ბაკალავრიატის სტუდენტები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისი, საქართველო

Publiée

2022-04-19

Comment citer

ყურაშვილი რ., & დარსაველიძე მ. (2022). მხატვრული „ტექსტის მოშიანურების“ შესახებ: ანტუან დე სენტ ეგზიუპერის პატარა უფლისწულის ქართულენოვანი თარგმანები. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 432–446. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/578

Numéro

Rubrique

Des articles

Articles les plus lus par le même auteur ou la même autrice