კლასიკური ფილოლოგია: დოქტორანტები და სამეცნიერო ბიბლიოთეკა (სიახლეები, ხარვეზები, პრობლემები)

ავტორები

  • ნათია არველაძე
  • ნატალია იობიძე

ანოტაცია

თეზისები: სამეცნიერო მუშაობა შეუძლებელია ლიტერატურისა და შესაბამისად, სამეცნიერო ბიბლიოთეკის გარეშე. სადისერტაციო ნაშრომის თემატიკის შერჩევის შემდეგ დოქტორანტის მუშაობა იწყება ბიბლიოგრაფიის შედგენით და ძირითად სამუშაო ველსაც სამეცნიერო ბიბლიოთეკა წარმოადგენს (Keat, Kaur, Citation Study of Library and Information Science Dissertations for Collection Development 29). წინამდებარე ნაშრომის მიზანია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტების მაგალითზე აჩვენოს:

რა სირთულეებს აწყდებიან ახალგაზრდა მეცნიერები ბიბლიოგრაფიის შედგენის, ბეჭდური თუ ელექტრონული წიგნების მოძიება-შეძენისას; ვისაუბრებთ იმ ძალიან საინტერესო ინოვაციებზე, რომლებიც ჩვენს ბიბლიოთეკაში განხორციელდა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ახალი, ძალიან თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა აშენდა, საცავებში წლების განმავლობაში განთავსებული წიგნები დღის სინათლეზე ამოვიდა და ბევრი უნიკალური წიგნი აღმოჩნდა. მათ შორის, განსაკუთრებით საყურადღებოა მე-13- 18 საუკუნეების ლათინურენოვანი ძველნაბეჭდები, რომელთა შესწავლა-თარგმნა-გაციფრულებას აპირებს აწსუ კლასიკური ფილოლოგიის მიმართულება;

როგორ შეცვალა ზოგადად ელექტრონულმა ბიბლიოთეკებმა კვლევის პრინციპები და თავად დოქტორანტების „ცხოვრება“ და რა საინტერესო სიახლეები დაინერგა ამ თვალსაზრისით ჩვენს უნივერსიტეტში;

რამდენად ხელმისაწვდომია ციფრული ლიტერატურა კლასიკური ფილოლოგიის დარგში და ის ბაზები, რომლებიც ამ მიმართულების დოქტორანტებს გაუადვილებს სამეცნიერო კვლევისა და ანალიზის პროცესს;

კიდევ რა სიახლეები იგეგმება აწსუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დოქტორანტების სამეცნიერო მუშაობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ავტორის ბიოგრაფიები

ნათია არველაძე

დოქტორანტი

ნატალია იობიძე

დოქტორანტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისი, საქართველო

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-11-30

როგორ უნდა ციტირება

არველაძე ნ., & იობიძე ნ. (2020). კლასიკური ფილოლოგია: დოქტორანტები და სამეცნიერო ბიბლიოთეკა (სიახლეები, ხარვეზები, პრობლემები). Etudes Interdisciplinaires En Sciences Humaines, (7), 591–601. Retrieved from https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/511

გამოცემა

სექცია

სტატიები

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები