კლასიკური ფილოლოგია: დოქტორანტები და სამეცნიერო ბიბლიოთეკა (სიახლეები, ხარვეზები, პრობლემები)

Auteurs

  • ნათია არველაძე
  • ნატალია იობიძე

Résumé

თეზისები: სამეცნიერო მუშაობა შეუძლებელია ლიტერატურისა და შესაბამისად, სამეცნიერო ბიბლიოთეკის გარეშე. სადისერტაციო ნაშრომის თემატიკის შერჩევის შემდეგ დოქტორანტის მუშაობა იწყება ბიბლიოგრაფიის შედგენით და ძირითად სამუშაო ველსაც სამეცნიერო ბიბლიოთეკა წარმოადგენს (Keat, Kaur, Citation Study of Library and Information Science Dissertations for Collection Development 29). წინამდებარე ნაშრომის მიზანია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტების მაგალითზე აჩვენოს:

რა სირთულეებს აწყდებიან ახალგაზრდა მეცნიერები ბიბლიოგრაფიის შედგენის, ბეჭდური თუ ელექტრონული წიგნების მოძიება-შეძენისას; ვისაუბრებთ იმ ძალიან საინტერესო ინოვაციებზე, რომლებიც ჩვენს ბიბლიოთეკაში განხორციელდა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ახალი, ძალიან თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა აშენდა, საცავებში წლების განმავლობაში განთავსებული წიგნები დღის სინათლეზე ამოვიდა და ბევრი უნიკალური წიგნი აღმოჩნდა. მათ შორის, განსაკუთრებით საყურადღებოა მე-13- 18 საუკუნეების ლათინურენოვანი ძველნაბეჭდები, რომელთა შესწავლა-თარგმნა-გაციფრულებას აპირებს აწსუ კლასიკური ფილოლოგიის მიმართულება;

როგორ შეცვალა ზოგადად ელექტრონულმა ბიბლიოთეკებმა კვლევის პრინციპები და თავად დოქტორანტების „ცხოვრება“ და რა საინტერესო სიახლეები დაინერგა ამ თვალსაზრისით ჩვენს უნივერსიტეტში;

რამდენად ხელმისაწვდომია ციფრული ლიტერატურა კლასიკური ფილოლოგიის დარგში და ის ბაზები, რომლებიც ამ მიმართულების დოქტორანტებს გაუადვილებს სამეცნიერო კვლევისა და ანალიზის პროცესს;

კიდევ რა სიახლეები იგეგმება აწსუ-ს სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დოქტორანტების სამეცნიერო მუშაობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

Bibliographies de l'auteur

ნათია არველაძე

დოქტორანტი

ნატალია იობიძე

დოქტორანტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისი, საქართველო

Téléchargements

Publiée

2020-11-30

Comment citer

არველაძე ნ., & იობიძე ნ. (2020). კლასიკური ფილოლოგია: დოქტორანტები და სამეცნიერო ბიბლიოთეკა (სიახლეები, ხარვეზები, პრობლემები). Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (7), 591–601. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/511

Numéro

Rubrique

Des articles