მანქანური თარგმნის პროგრამები

გამოყენების პერსპექტივები

Auteurs

  • ელზა იმნაძე

Résumé

მანქანური თარგმნის პროგრამის შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. 1951 წელს მანქანური თარგმნის კვლევისა და განვითარებისათვის ამერიკის მთავრობამ 20 მილიონი დოლარი გამოყო, ხოლო 1956 წელს ჩატარდა მანქანური თარგმნის პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ამერიკელი, ფრანგი, ბრიტანელი და საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი დელეგატები ესწრებოდნენ. ამავე პერიოდში მანქანურ თარგმანზე მუშაობა იაპონელებმაც დაიწყეს.

საქართველოში მანქანური თარგმნის პირველი ჯგუფი ჩამოყალიბდა 1957 წელს მეცნიერებათა აკადემიისელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტში ა. ელიაშვილის ხელმძღვანელობით. შეიქმნა რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმნის პირველი ალგორითმი. თავდაპირველად, ავტომატური პროგრამების საშუალებით ძირითადად სამხედრო შინაარსის ტექსტები ითარგმნებოდა, რაც განპირობებული იყო „ცივი ომის“ მიმდინარეობით და მის მონაწილე სახელმწიფოებს თავიდან არიდებდა სამხედრო საიდუმლოების გაცემას თარჯიმნების მიერ.

მანქანური თარგმნის სპეციალისტი ბლატი გამოყოფს თარგმნის პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიების ჩართვის სამგვარ შემთხვევას: 1. მანქანურ დამხმარე საშუალებებს მთარგმნელთათვის; 2. მანქანის თანამონაწილეობით თარგმანს; 3. უშუალოდ მანქანურ თარგმანს.

წინამდებარე სტატიის მიზანია მანქანური თარგმნის დღეისათვის არსებული პროგრამებისა და თარგმნის პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიების ჩართვის ანალიზი იმისათვის, რომ დავადგინოთ, როგორ შეიძლება მათი, როგორც დამხმარე საშუალების, გამოყენება როგორც ლიტერატურული ტექსტების, ისე, განსაკუთრებით, დარგობრივი ტექსტების თარგმნის პროცესში.

Biographie de l'auteur

ელზა იმნაძე

დოქტორანტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო

Publiée

2022-04-19

Comment citer

იმნაძე ე. (2022). მანქანური თარგმნის პროგრამები: გამოყენების პერსპექტივები. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 624–633. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/592

Numéro

Rubrique

Des articles