ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების ადგილი და როლი უმაღლესი სკოლის სწავლებისა და ადმინისტრირების პროცესში
Résumé
თეზისები: საყოველთაოდ ცნობილია დღევანდელი საზოგადოების სულ უფრო მზარდი მოთხოვნილება ისეთი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს იმ აქტივობების ეფექტურად წარმართვას, რომლებსაც საზოგადოების წევრები ეწევიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ სასწავლო თუ პროფესიულ საქმიანობაში, ვინაიდან ბოლო წლების პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება ადამიანის მოღვაწეობის ყოველ სფეროში წარმატების მიღწევის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.
წინამდებრე სტატიაში განვიხილავთ საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობას როგორც სასწავლო, ასევე სასწავლო პროცესის მართვისა და ინსტიტუციონალური ადამინისტრირების პროცესში. იმავდროულად, ყურადღებას გავამახვილებთ, დადებით მხარეებთან ერთად, იმ უარყოფით მხარეებზე, რომლებიც მათ დანერგვას და გამოყენებას შეიძლება ახლდეს და შესაბამისად, ჩამოვაყალიბებთ იმ რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინება, ჩვენი ღრმა რწმენით, ხელს შეუწყობს იმ საფრთხეების თავიდან აცილებას, რომლებიც შესაძლებელია განაპირობოს ციფრული ტექნოლოგიების გაუაზრებლად და დაუგეგმავად გამოყენებამ.