მთარგმნელის სოციალური და დისკურსული იდენტობის გავლენა თარგმანის ხარისხზე

Auteurs

  • ელენე ცხვარიაშვილი

Résumé

დღეისათვის არა ერთი ნაშრომი ეძღვნება იმ კითხვაზე პასუხის გაცემას, შესაძლებელია თუ არა მწერლობის ისეთ ტიპებად დაყოფა, როგორებიცაა „ქალური მწერლობა/ მამაკაცური მწერლობა“. ამ საკითხის ირგვლივ, როგორც ლიტარატურის კრიტიკოსებს, ასევე თავად მწერლებს განსხვავებული შეხედულება აქვთ.

რაც შეეხება ქართველ მწერლებს, ვფიქრობ, მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მწერლობის ასეთი კლასიფიკაცია შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ ასეთ დიქოტომიას – ქალური თარგმანი/მამაკაცური თარგმანი – თარგმანის შეფასების დროსაც ვხვდებით. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ნაირა გელაშვილის რომანი პირველი ორი წრე და ყველა სხვა, რომლის პერსონაჟები სხვადასხვა ენებიდან ქართულად ნათარგმნ ტექსტებს ორიგინალს ადარებენ. ერთ-ერთი მათგანი, შარლ ბოდლერის ერთი და იგივე ლექსის ორი სხვადასხვა მთარგმნელის მიერ განხორციელებული თარგმანის შედარების დროს, დაასკვნის, რომ მაშინვე იგრძნო, ამ ორი მთარგმნელიდან რომელი იყო კაცი და რომელი ქალი.

ჩვენს სტატიაში ერთმანეთს შევადარებთ შარლ ბოდლერის რამდენიმე ლექსის სხადასხვა დროს მამაკაცი და ქალი მთარგმნელების მიერ განხორციელებულ თარგმანებს, რომ დავადგინოთ, რამდენად განაპირობებს მთარგმნელის ბიოლოგიური სქესი, მისი მსოფლხედვა (საგნების აღქმა, რომელიც მატერიალიზდება სტილში, ფორმაში, მეტაფორებში, ტონში და ქმნის ხმას, ტექსტის ხმას), მისი სოციალური და დისკურსული იდენტობა თარგმანის ხარისხს და შეგვიძლია თუ არა, ვისუბროთ ქალურ თარგმანსა და მამაკაცურ თარგმანზე. რა კრიტერიუმებით შეიძლება ასეთი განსხვავების დადგენა.

Biographie de l'auteur

ელენე ცხვარიაშვილი

საჯარო მმართველობის დოქტორი დამოუკიდებელი მკვლევარი თბილისი, საქართველო

Publiée

2022-04-19

Comment citer

ცხვარიაშვილი ე. (2022). მთარგმნელის სოციალური და დისკურსული იდენტობის გავლენა თარგმანის ხარისხზე. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 523–533. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/584

Numéro

Rubrique

Des articles