გენდერული თანასწორობა – 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. სასწავლო დაწესებულებების როლი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საქმეში

Auteurs

  • ელენე ცხვარიაშვილი

Résumé

თეზისები: გენდერული თანასწორობის საკითხზე საზოგადოება საუკუნეების მანძილზე დუმდა. მეოცე საუკუნიდან კი თითქოს რაღაც წნეხი მოიხსნა და აქტუალური გახდა. ბოლო წლებში ამ საკითხზე საუბარი უფრო გამძაფრდა და ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს შეეხო.

გენდერული თანასწორობისადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავებას ხელს უწყობს საზოგადობის ცნობიერების დონის ამაღლება.
კაცობრიობამ გაიარა ურთულესი პერიოდი, ვიდრე ცნობიერება „დაიბადებოდა“. საჭიროა გამოღვიძება-განათლების მიღება- აზროვნება-მაღალი ცნობიერება. ძნელია ამ სოციუმში საკუთარი უფლებების დაცვა, მაგრამ გამოსავალი მაინც ესაა. როგორ ვზრდით ბავშვებს? როგორი ხედვა უყალიბდებათ მათ? რამდენად დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში ცნობიერების ამაღლება? რამ შეიძლება შეუწყოს ხელი ცნობიერების ამაღლებას?

ცნობიერების ამაღლებაში დიდ როლს თამაშობს ოჯახი, საგანმანათლებლო სივრცე. სკოლამდელ დაწესებულებებში ბიჭებს უფრო ძლიერებად და ჭკვიანებად აღიქვამენ, ბევრ რამეს პატიობენ, ვიდრე გოგონებს. ეს კი პატარა ბავშვის ცნობიერებაში უკვე ამკვიდრებს სტერეოტიპებს. სკოლაშიც სცოდავენ პედაგოგოები – უპირატესობას ვაჟებს ანიჭებენ. პედაგოგებსა და მშობლებს ძალიან ხშირად ჰგონიათ, რომ გოგონები უფრო ვერ შეძლებენ ტექნიკური კუთხით სწავლის გაგრძელებას, რადგანაც ამ სფეროში უფრო განვითარებული უნარები ბიჭს აქვს. ამით უფრო მძაფრდება ის შეხედულება, რომ ეს საქმე გოგონებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სასწავლო პროგრამაში გენდერული პრობლემები ნაკლებად განიხილება.

როდესაც ოჯახში, საბავშვო ბაღში, პროფესიულ სასწავლებელში, უნივერსიტეტში როგორც პედაგოგები, ისე აღსაზრდელები, სტუდენტები, ოჯახის წევრები აღარ გააღრმავებენ თავიანთი ქმედებით სტერეოტიპულ შეხედულებებს, გაიზრდება უკვე სხვა თაობა. მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა – საჭიროა განათლება, რადგან განათლებული ადამიანი აღარ არის არავისზე დამოკიდებული. განათლებული და ძლიერი ქალი უფრო თავისუფლად მოაზროვნე თაობას გაზრდის. თანდათან წაიშლება „დომინანტ-დამოკიდებულება“ ერთმანეთის მიმართ. ეს კი ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას როგორც სოციალურ, ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

განათლება, ეს არის საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლების უმნიშვნელოვანესი გარანტორი. სწორედ გარეგანი ფაქტორები, საგანმანათლებლო სივრცე და ქვეყნის ჩართულობა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას.

Biographie de l'auteur

ელენე ცხვარიაშვილი

დოქტორანტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო

Téléchargements

Publiée

2020-11-30

Comment citer

ცხვარიაშვილი ე. (2020). გენდერული თანასწორობა – 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. სასწავლო დაწესებულებების როლი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საქმეში. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (7), 548–555. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/507

Numéro

Rubrique

Des articles