ციფრული სწავლების მეთოდები და შედეგები ფრანგულ ფილოლოგიაში

Autori

  • სოფიო კახიძე

Rezumat

თანამედროვე ეპოქაში ტექნოლოგიების უსწრაფესიტემპით განვითარებამ გაზარდა მათი როლი და აუცილებლობათითქმის ყველა დარგსა თუ სფეროში. პროგრესი ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც აისახა. მეტიც, სწორედ ამ სფეროში დაგროვილმა ზღვა ციფრულმა მასალამ, მათი ვირტუალური სახით ხელმისაწვდომობამ შესაძლებელი გახადა დისტანციური წვდომა საინტერესო და უახლეს მონაცემებზე. ფრანგული ფილოლოგია ძალზე მდიდარ ციფრულ მასალას გვთავაზობს, რითაც ცოდნის მაძიებელს შესაძლებლობა აქვს „შეაღოს ბუმბერაზი ვირტუალური სამყაროს კარი“, დისტანციურად მოიძიოს სასურველი მასალა; ვირტუალურად იმოგზაუროს მის „მეორე სამშობლოში“ – საფრანგეთში,გაეცნოს მის ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას, გაიღრმავოსმსოფლმხედველობა და ენის ცოდნა, გაიჩინოს ფრანგი მეგობრები, რომლებიც მას დაეხმარებიან ენობრივი ბარიერის დაძლევაში. ენა მდიდარია ისეთი კულტურული მომენტების აღმნიშვნელი რეალიებით, რომელთა გაგება და თარგმნა მშობლიურ ენაზე მათი ცოდნის გარეშე შეუძლებელია. ამ მხრივ კი განსაკუთრებით საინტერესოა ფრანგული ფრაზეოლოგიზმების სწავლების შემთხვევა.

Publicat

2018-10-10

Cum cităm

კახიძე ს. (2018). ციფრული სწავლების მეთოდები და შედეგები ფრანგულ ფილოლოგიაში. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (5). Preluat în din https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/388

Număr

Secțiune

Articole