ციფრული სწავლების მეთოდები და შედეგები ფრანგულ ფილოლოგიაში

ავტორები

  • სოფიო კახიძე

ანოტაცია

თანამედროვე ეპოქაში ტექნოლოგიების უსწრაფესიტემპით განვითარებამ გაზარდა მათი როლი და აუცილებლობათითქმის ყველა დარგსა თუ სფეროში. პროგრესი ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც აისახა. მეტიც, სწორედ ამ სფეროში დაგროვილმა ზღვა ციფრულმა მასალამ, მათი ვირტუალური სახით ხელმისაწვდომობამ შესაძლებელი გახადა დისტანციური წვდომა საინტერესო და უახლეს მონაცემებზე. ფრანგული ფილოლოგია ძალზე მდიდარ ციფრულ მასალას გვთავაზობს, რითაც ცოდნის მაძიებელს შესაძლებლობა აქვს „შეაღოს ბუმბერაზი ვირტუალური სამყაროს კარი“, დისტანციურად მოიძიოს სასურველი მასალა; ვირტუალურად იმოგზაუროს მის „მეორე სამშობლოში“ – საფრანგეთში,გაეცნოს მის ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას, გაიღრმავოსმსოფლმხედველობა და ენის ცოდნა, გაიჩინოს ფრანგი მეგობრები, რომლებიც მას დაეხმარებიან ენობრივი ბარიერის დაძლევაში. ენა მდიდარია ისეთი კულტურული მომენტების აღმნიშვნელი რეალიებით, რომელთა გაგება და თარგმნა მშობლიურ ენაზე მათი ცოდნის გარეშე შეუძლებელია. ამ მხრივ კი განსაკუთრებით საინტერესოა ფრანგული ფრაზეოლოგიზმების სწავლების შემთხვევა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2018-10-10

როგორ უნდა ციტირება

კახიძე ს. (2018). ციფრული სწავლების მეთოდები და შედეგები ფრანგულ ფილოლოგიაში. Etudes Interdisciplinaires En Sciences Humaines, (5). Retrieved from https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/388

გამოცემა

სექცია

სტატიები