მარი ბროსე და ქართული ისტორიული წყაროების თარგმანი

ავტორები

  • მანანა ჯავახიშვილი

ანოტაცია

ფრანგი მეცნიერი, მარი ფელისიტე ბროსე (1802- 1880) ევროპული ქართველოლოგიის ფუძემდებლადაა მიჩნეული. მან მოღვაწეობა XIX საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო. ამ პერიოდის ევროპაში მრავლად არსებობდა მასალები საქართველოს შესახებ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცნობები აღწერილობითი ხასიათის იყო და შორს იყო სამეცნიერო კვლევისაგან. სწორედ მარი ბროსე იწყებს საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის, გრამატიკის, ნუმიზმატიკის, სფრაგისტიკის, მეტროლოგიის, ქრონოლოგიის და სხვა ჰუმანიტარული დისციპლინების მეცნიერულ შესწავლას წყაროთა შედარებისა და კრიტიკული ანალიზის მეთოდების გამოყენებით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი საქართველოს ისტორიის, კერძოდ, ქართლის ცხოვრების კრებულის ტექსტების ფრანგულ თარგმანებში. XIX საუკუნის შუა წლებში მარი ბროსემ ქართლის ცხოვრების ტექსტების ფრანგულ ენაზე თარგმანით ახალი სიცოცხლე შესძინა საქართველოს ისტორიას, გააცნო ის ევროპულ საზოგადოებას. ამ საკითხს მან 7 ტომი მიუძღვნა. მან არა მარტო თარგმნა, არამედ კომენტარები და განმარტებები დაურთო ქართულ ისტორიულ ტექსტებს, რაც იმის ნიშანია, რომ მკვლევარი სიღრმისეულად გაეცნო ქართულ ისტორიულ ნარატივებს. ჩვენი ინტერესია მარი ბროსეს მთარგმნელობითი მოღვაწეობის ანალიზი, იმ თავისებურებების გამოვლენა, რომლებიც თავს იჩენს ისტორიული წყაროების თარგმანისას: ონომასტიკის, ტოპონიმიკის, ისტორიულ პირთა თუ სხვა სახის ტერმინოლოგიური სირთულეებისა და, ზოგადად, ორ ენას შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინების კონტექსტში.

ავტორის ბიოგრაფია

მანანა ჯავახიშვილი

ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-04-19

როგორ უნდა ციტირება

ჯავახიშვილი მ. (2022). მარი ბროსე და ქართული ისტორიული წყაროების თარგმანი. Etudes Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 320–328. Retrieved from https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/567

გამოცემა

სექცია

სტატიები