სასკოლო განათლების მნიშვნელობა კარიერის არჩევის დროს

ავტორები

  • ნათია ბენდელიანი

ანოტაცია

თეზისები: ზოგადი განათლების ბოლო საფეხურზე მოსწავლეები ცდილობენ, მიიღონ გადაწყვეტილება მომავალი პროფესის, კაერიერული გზის შესახებ. ეს პროცესი ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მითუმეტეს მაშინ, თუ სასკოლო განათლება და ზოგადად, სწავლების სისტემა, არ უწყობს ხელს მოსწავლეს, გაერკვეს სამომავლო მიზნებში. სკოლის სხვადასვხა ეტაპზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მიეწოდოთ რესურსი, რომელიც თვითშემეცნების პროცესში ჩართავს მათ, რათა აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და უნარები. ასევე მნიშვნელოვანია, მოსწავლეები აღჭურვონ გადაწყვეტილების მიღების უნარებით. კვლევებმა ცხადყო, რომ ფორმალურ განათლებასთან ერთად, მოსწვალეები უნდა იყვნენ უზურუნველყოფილი არაფორმალური განათლების უპირატესობებით: სტაჟირებები სხვადასხვა დაწესებულებაში, სამუშაო პრაქტიკები, მოხალისეობრივი პოგრამები და ა.შ. ეს ზრიდს მათ თვითეფექტიანობის განცდას და ისინი მომავალ პროფესიას მზად ხვდებიან. წინამდებარე სტატიაში ასევე გამოვლენილ იქნება, რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ სკოლის მოსწავლეებს, რომ მიიღონ ინფორმირებული კარიერული არჩევანი და რა წინააღმდეგობებს აწყდებიან ისინი გარდამავალ პერიოდში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ასევე განხილული იქნება სკოლის მრჩევლის, როგორც ინსტიტუციის არსებობის მნიშვნელობა კარიერის არჩევის დროს.

ავტორის ბიოგრაფია

ნათია ბენდელიანი

მაგისტრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2020-11-30

როგორ უნდა ციტირება

ბენდელიანი ნ. (2020). სასკოლო განათლების მნიშვნელობა კარიერის არჩევის დროს. Etudes Interdisciplinaires En Sciences Humaines, (7), 602–616. Retrieved from https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/512

გამოცემა

სექცია

სტატიები