მარი ბროსე და ქართული ისტორიული წყაროების თარგმანი

Auteurs

  • მანანა ჯავახიშვილი

Résumé

ფრანგი მეცნიერი, მარი ფელისიტე ბროსე (1802- 1880) ევროპული ქართველოლოგიის ფუძემდებლადაა მიჩნეული. მან მოღვაწეობა XIX საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო. ამ პერიოდის ევროპაში მრავლად არსებობდა მასალები საქართველოს შესახებ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცნობები აღწერილობითი ხასიათის იყო და შორს იყო სამეცნიერო კვლევისაგან. სწორედ მარი ბროსე იწყებს საქართველოს ისტორიის, ლიტერატურის, გრამატიკის, ნუმიზმატიკის, სფრაგისტიკის, მეტროლოგიის, ქრონოლოგიის და სხვა ჰუმანიტარული დისციპლინების მეცნიერულ შესწავლას წყაროთა შედარებისა და კრიტიკული ანალიზის მეთოდების გამოყენებით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი საქართველოს ისტორიის, კერძოდ, ქართლის ცხოვრების კრებულის ტექსტების ფრანგულ თარგმანებში. XIX საუკუნის შუა წლებში მარი ბროსემ ქართლის ცხოვრების ტექსტების ფრანგულ ენაზე თარგმანით ახალი სიცოცხლე შესძინა საქართველოს ისტორიას, გააცნო ის ევროპულ საზოგადოებას. ამ საკითხს მან 7 ტომი მიუძღვნა. მან არა მარტო თარგმნა, არამედ კომენტარები და განმარტებები დაურთო ქართულ ისტორიულ ტექსტებს, რაც იმის ნიშანია, რომ მკვლევარი სიღრმისეულად გაეცნო ქართულ ისტორიულ ნარატივებს. ჩვენი ინტერესია მარი ბროსეს მთარგმნელობითი მოღვაწეობის ანალიზი, იმ თავისებურებების გამოვლენა, რომლებიც თავს იჩენს ისტორიული წყაროების თარგმანისას: ონომასტიკის, ტოპონიმიკის, ისტორიულ პირთა თუ სხვა სახის ტერმინოლოგიური სირთულეებისა და, ზოგადად, ორ ენას შორის არსებული განსხვავებების გათვალისწინების კონტექსტში.

Biographie de l'auteur

მანანა ჯავახიშვილი

ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო

Publiée

2022-04-19

Comment citer

ჯავახიშვილი მ. (2022). მარი ბროსე და ქართული ისტორიული წყაროების თარგმანი. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 320–328. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/567

Numéro

Rubrique

Des articles