სასკოლო განათლების მნიშვნელობა კარიერის არჩევის დროს

Auteurs

  • ნათია ბენდელიანი

Résumé

თეზისები: ზოგადი განათლების ბოლო საფეხურზე მოსწავლეები ცდილობენ, მიიღონ გადაწყვეტილება მომავალი პროფესის, კაერიერული გზის შესახებ. ეს პროცესი ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მითუმეტეს მაშინ, თუ სასკოლო განათლება და ზოგადად, სწავლების სისტემა, არ უწყობს ხელს მოსწავლეს, გაერკვეს სამომავლო მიზნებში. სკოლის სხვადასვხა ეტაპზე მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მიეწოდოთ რესურსი, რომელიც თვითშემეცნების პროცესში ჩართავს მათ, რათა აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და უნარები. ასევე მნიშვნელოვანია, მოსწავლეები აღჭურვონ გადაწყვეტილების მიღების უნარებით. კვლევებმა ცხადყო, რომ ფორმალურ განათლებასთან ერთად, მოსწვალეები უნდა იყვნენ უზურუნველყოფილი არაფორმალური განათლების უპირატესობებით: სტაჟირებები სხვადასხვა დაწესებულებაში, სამუშაო პრაქტიკები, მოხალისეობრივი პოგრამები და ა.შ. ეს ზრიდს მათ თვითეფექტიანობის განცდას და ისინი მომავალ პროფესიას მზად ხვდებიან. წინამდებარე სტატიაში ასევე გამოვლენილ იქნება, რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ სკოლის მოსწავლეებს, რომ მიიღონ ინფორმირებული კარიერული არჩევანი და რა წინააღმდეგობებს აწყდებიან ისინი გარდამავალ პერიოდში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ასევე განხილული იქნება სკოლის მრჩევლის, როგორც ინსტიტუციის არსებობის მნიშვნელობა კარიერის არჩევის დროს.

Biographie de l'auteur

ნათია ბენდელიანი

მაგისტრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო

Téléchargements

Publiée

2020-11-30

Comment citer

ბენდელიანი ნ. (2020). სასკოლო განათლების მნიშვნელობა კარიერის არჩევის დროს. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (7), 602–616. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/512

Numéro

Rubrique

Des articles