მხატვრული ლიტერატურა და ანტიკურობის კულტურული მემკვიდრეობა

Autori

  • ნანა ტონია

Rezumat

თანამედროვე სამყაროში საკმაოდ მწვავედ დგას მთელი განვლილი მხატვრული გამოცდილების ღრმა გადააზრების პრობლემა, აგრეთვე იმ კანონზომიერებათა გამოვლენისა და დადგენის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავდნენ მემკვიდრეობითობისა და ნოვატორობის საზღვრებს. ეს ღრმა და მრავალმხრივ მეცნიერულ კვლევას მოითხოვს. მე შევეხები ამ პრობლემის მხოლოდ ერთ სფეროს — ტრადიციულობის საფუძველს დღევანდელ მხატვრულ აზროვნებაში. ამასთან დაკავშირებით დგება რამდენიმე საკითხი: 1. რა არის ის ფუნდამენტური თვისება ხელოვნებისა, რომელიც ტრადიციისადმი მიმართვისა და მისი მხატვრული გადააზრების საშუალებას იძლევა? 2. რომელი ეპოქის მემკვიდრეობის ნოვატორული განვითარება გამოდგა უფრო მნიშვნელოვანი? 3. არის თუ არა საჭირო სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში არსებული კულტურებისათვის გარდასულ ეპოქათა მემკვიდრეობის მიღება?

აქედან გამომდინარე, ცხადია, თუ რაოდენ დიდი როლი ენიჭება ძველი ენების სრულყოფილ ცოდნას ძველ ცივილიზაციათა უმთავრესი სფეროს, ლიტერატურის შესწავლის საქმეში.

Biografie autor

ნანა ტონია

ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო

Publicat

2022-04-19

Cum cităm

ტონია ნ. (2022). მხატვრული ლიტერატურა და ანტიკურობის კულტურული მემკვიდრეობა. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 60–72. Preluat în din https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/550

Număr

Secțiune

Articole