იდიომების წარმოშობის ლინგვისტური და ე

Autori

  • ნანა სტამბოლიშვილი

Rezumat

სამყაროს შეცნობა ენით იწყება. ენა ეროვნული კულტურის შემადგენელი ნაწილი და მის აგებაში მონაწილე ფაქტორია. ენა, კულტურა და აზროვნება განსაზღვრავს და აყალიბებს ეროვნული თვითმყოფადობისა და ეროვნული ხასიათის ფორმირების საკითხსაც. ნაციონალური იდენტობის სპეციფიკური მახასიათებლები ყველაზე მრავალფეროვნებით იდიომატურ ფრაზეოლოგიზმებში აისახება. იდიომატური ფრაზეოლოგიზმები ნებისმიერი ხალხის, მსოფლიოს ენობრივი სურათის მკვეთრ და თვითმყოფად ეროვნულ ნაწილს წარმოადგენს.

იდიომატური გამოთქმა როგორც გერმანულში, ასევე ქართულში, რთული ენობრივი წარმონაქმნია. მის ჩამოყალიბებაში, განვითარებასა და ენაში დამკვიდრებაში დიდი როლი შეასრულა როგორც საერთო, ისე ეროვნული ხასიათის ექსტრალინგვისტურმა და ეთნოლონგვისტურმა ფაქტორებმა.

ჩვენი მიზანია გერმანული ენის ლექსიკურ ფონდში არსებული რამდენიმე იდიომატური გამოთქმის განხილვა, რომლებმაც მოგვცეს საშუალება, დავკვირვებოდით მათი წარმოშობის ლინგვისტურ და ექსტრალინგვისტურ ფაქტორებს, მეტაფორიზაციის გზის გავლით მათ ენაში დამკვიდრების, მყარ შესიტყვებებად-იდიომატურ გამოთქმებად ჩამოყალიბების წინაპირობებსა და ენათშორისი შესატყვისობის დონეს.

Publicat

2018-10-10

Cum cităm

სტამბოლიშვილი ნ. (2018). იდიომების წარმოშობის ლინგვისტური და ე. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (5). Preluat în din https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/430

Număr

Secțiune

Articole