სალომე(ა) — მხატვრული ბინარი და მთარგმნელობითი რეტროსპექტივები

ავტორები

  • თამარ პაიჭაძე

ანოტაცია

საზოგადოებრივ შემეცნებაში არსებობს ცნებები, რომელთაც გარკვეული საბაზო მნიშვნელობა გააჩნიათ და დროთა განმავლობაში სხვადასხვა ისტორიული რაკურსით, ინტერპრეტაციითა და ანალიტიკით ყალიბდებიან თუ წარმოჩნდებიან. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის გარკვეული სახეობრივი ბინარები, რომლებიც მსოფლიო კულტუროლოგიური განვითარებისა და ცივილიზაციის შესაბამისად, ე.წ. „საწყისის შემეცნებასთან“ არიან დაკავშირებული. ასეთ სხვადასხვა ანალოგებს შორის არის ბიბლიური ტექსტი და ბიბლიური პერსონაჟი, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე არაერთგზის იქცა შემოქმედებითი პროცესის ინსპირაციად.

ამ მიმართულებით სხვა არაერთ ანალოგს შორის უნდა მოვიხსენიოთ სალომეა — ძველი აღთქმის ემპირიული პერსონაჟი, რომელიც არ არის მთავარი გმირი, მაგრამ არის ფრიად სახეობრივი, დინამიური და წინააღმდეგობრივი პერსონაჟი.

სალომეას სახე არაერთგზის იქცა გამოწვევად მსოფლიო კულტურული პროცესისათვის, განსაკუთრებით სახვით ხელოვნებასა და ლიტერატურაში, თუმცა სალომეა, როგორც საბედისწერო ქალი და პაროლი ერთგვარი დუბლიკაციური აღქმისა, განსაკუთრებით გამოიკვეთა მოდერნისტულ მხატვრულ ტექსტებში.

ეს გამოწვევა ქართულ ლიტერტურაში მეოცე საუკუნის ოციან წლებში აირეკლა. ამ ინსპირაციის მიზეზი ოსკარ უაილდის სალომეში უნდა ვეძიოთ, რომელიც ერთიდაიმავე პერიოდში ორმა ცნობილმა ქართველმა მწერალმა, პაოლო იაშვილმა და გრიგოლ რობაქიძემ თარგმნა. თავად ფაქტიც ცხადყოფს, რომ ავტორთა სახელიდან და იმიჯიდან გამომდინარე, საქმე გვაქვს ფრიად არაორდინალურ შემთხვევასთან.

ორივე თარგმანისათვის ბაზად მოიაზრება ორი „ბინარი“- ბიბლიური და უაილდისეული, რადგან როგორც ტექსტიდან იკვეთება, ორივე მათგანია გათვალისწინებული.

მიუხედავად ამ ორი ცნობილი მწერლის მსოფლმხედველობრივი და მხატვრული არჩევანის იდენტურობისა, ეს არის ორი განსხვავებული ტექსტი, გამოხატული ინდივიდუალური ნიშნებით და ერთმანეთისაგან გამიჯნული შემოქმედებითი ფორმებით.

ავტორის ბიოგრაფია

თამარ პაიჭაძე

პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-04-19

როგორ უნდა ციტირება

პაიჭაძე თ. (2022). სალომე(ა) — მხატვრული ბინარი და მთარგმნელობითი რეტროსპექტივები. Etudes Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 86–97. Retrieved from https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/552

გამოცემა

სექცია

სტატიები