ვეფხისტყაოსნის კიდევ ერთი ინგლისურენოვანი თარგმანის შესახებ

Authors

  • ეთერ ქავთარაძე

Abstract

ვეფხისტყაოსნის ყოველი ახალი თარგმანი ან თარგმნის მცდელობაც კი ნებისმიერ ენაზე მნიშვნელოვანი ფაქტია და ახალი შტრიხით ავსებს რუსთველოლოგიურ შტუდიებს.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია თვალსაჩინო ლიტერატურათმცოდნისა და მთარგმნელის დალიინწკირველის არქივი, სადაც ინახება ვეფხისტყაოსნის მის მიერ შესრულებული ინგლისურენოვანი თარგმანის ნუსხების შავი და თეთრი ვარიანტები. აქვეა მისი საყურადღებო სტატიები, რომლებშიც ნაჩვენებია რუსთაველის პოემის ადგილი მსოფლიო ლიტერატურაში.

ამ თარგმანის ნაწყვეტები – პროლოგი და ავთანდილის ანდერძი – 2000 წელს, მისსავე სიცოცხლეში, დაიბეჭდა და რეცენზენტთა დადებითი შეფასება მიიღო.
მთარგმნელის პირადი არქივიდან ნათლად იკვეთება მისი დამოკიდებულება თარგმანის ხელოვნებისადმი. უამრავი ჩანაწერ-ამონაწერი აჩვენებს ავტორის თარგმანზე მუშაობის პროცესს. მას ღრმად და საფუძვლიანად შეუსწავლია რუსთველოლოგიური ლიტერატურა და პოემის თარგმნის ისტორია.

დალი ინწკირველის ეს თარგმანი იმსახურებს სპეციალისტთა ყურადღებას.

Author Biography

ეთერ ქავთარაძე

ფილოლოგიის დოქტორი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილების გამგე თბილისი, საქართველო

Published

2022-04-19

How to Cite

ქავთარაძე ე. (2022). ვეფხისტყაოსნის კიდევ ერთი ინგლისურენოვანი თარგმანის შესახებ. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 166–174. Retrieved from https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/557

Issue

Section

Articles