ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმანების კრეატიული კომპიუტერული გააზრება ციფრულ ეპოქაში

Auteurs

  • თინათინ მშვიდობაძე

Résumé

ელექტრონული და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვამ განაპირობა მთარგმნელობითი აზროვნების გაფართოება.
ციფრული ნამუშევრების თარგმნა, რომელიც კომპიუტერული პროგრამების საშუალებით ხორციელდება, წარმოადგენს ახალ გამოწვევას, რომელიც სცილდება მთარგმნელების მიერ გადმოცემულ ლიტერატურის ტიპიური ფორმების ფარგლებს უფრო რთულ დონეზე.

სტატიაში აღწერილია კრეატიული კომპიუტერული გააზრების დისციპლინასთან დაკავშირებული საკითხები და წარმოდგენილია მთარგმნლის მუშაობა როგორც პროგრამულ კოდურ გარემოში, ასევე ენაში, კოდების შესწავლის, პლატფორმის კვლევებისა და ექსპრესიული დამუშავების სფეროებში შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე. გაანალიზებულია პროექტი სახელწოდებით „Trope Tank“ (http:// trope-tank.mit.edu/renderings/), რომელიც 2014 წელს დაინერგა მასაჩუსეტის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ლაბორატორიაში. პროექტის მიზანია მაღალი კომპიუტერული და უჩვეულო ციფრული ლიტერატურის ინგლისურ ენაზე თარგმნა. ციფრული ტექნოლოგია და განსაკუთრებით ტექსტების ჰიპერმედიატიზაცია გულისხმობს თარგმნის ერთ-ერთ ძირითად მამოძრავებელ ძალას, კერძოდ, მუდმივი ასოციაციური აზროვნების პროცესს.

ციფრული სამყაროს სიძლიერე მისი „პლასტიურობაა“. შინაარსი არა მარტო პლასტიურობას იძენს, არამედ თავადაც შეუძლია წარმოშვას სხვადასხვა სენსორული შედეგები. ციფრულ სიტყვას ტექსტში არ აქვს მითითებული ადგილი; იგი თავისუფალია ტექსტისგან, რომელიც აღარ არის დამოკიდებული მის ქრონოლოგიურ ან რიგით არსებობაზე. ციფრული განზომილება ორგანიზებულია არა თანმიმდევრობით, არამედ სემანტიკური ურთიერთობების საშუალებით. ამ გაგებით, გაციფრულება გვაიძულებს, მივიღოთ ნამუშევრები მოცემულ დროში, რაც იმას ნიშნავს, რომ ციფრული შენახვა ვერ მოხდება სტატიკური ან ფიქსირებული ფორმით. ისინი არსებობენ მხოლოდ როგორც დროებითი ფენომენები, რომლებიც დამოკიდებულია მომხმარებლის მოქმედებებზე და აღქმებზე.

ციფრული სამყარო საშუალებას გვაძლევს, წარმოგიდგინოთ ტექსტების ინტერპრეტაცია ყველაზე სრულყოფილი გზით. ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ გამოსახულებები, რომლებიც შეიცავს სიტყვიერ, ვიზუალურ, მუსიკალურ და ხმოვან კომპონენტებს, რაც საშუალებას მისცემს ადამიანს, სხვადასხვა პერსპექტივიდან მიუახლოვდეს გამოსახულებას, შექმნას მრავალჯერადი სენსორული გამოცდილება.

ამგვარად, ციფრული ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, უფრო სრული წარმოდგენა შეგვექმნას ლიტერატურულ ნამუშევრებზე და, ამავე დროს, უწყვეტი ურთიერთქმედების დამყარების შესაძლებლობაა ნამუშევრებს შორის.

Biographie de l'auteur

თინათინ მშვიდობაძე

ასოცირებული პროფესორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი გორი, საქართველო

Publiée

2022-04-19

Comment citer

მშვიდობაძე თ. (2022). ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმანების კრეატიული კომპიუტერული გააზრება ციფრულ ეპოქაში. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 634–641. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/593

Numéro

Rubrique

Des articles