სივრცის სიმბოლური ასპექტები მარგერიტ დიურასის რომანში ვიცე-კონსული და მათი ქართულ ენაზე თარგმნის სირთულეები

Auteurs

  • მარინე სიორიძე
  • სოფიკო გუჯაბიძე

Résumé

წარმოდგენილი სტატია მარგერიტ დიურასის რომანის ვიცე-კონსული ლიტერატურულ სივრცეს ეძღვნება, რომელიც ავტორის შემოქმედებაში განსაკუთრებული სიმბოლიკითა და პოეტურობით გამოირჩევა. სივრცისა და დროის ნიშნების შერწყმით დიურასი ნარატივს განსაკუთრებულ ფორმასა და გამომსახველობით ნიუანსებს სძენს, რაც მის რომანებს პოსტმოდერნისტული პროზის შესანიშნავ ნიმუშებად წარმოადგენს. სტატიის მიზანია მკითხველს დიურასისეული ყოვლისმომცველი სივრცის მნიშნელობა ქართულთარგმანებთან ერთად გააცნოს და მწერლის ორიგინალური და ნოვატორული მიდგომების ჩვენება სცადოს.

დიურასის მხატვრულ დისკურსში უაღრესად საინტერესოა კონცეპტუალური დატვირთვის მატარებელი ტოპონიმების ანალიზი. ტოპონიმები ზოგან რეალურ გეოგრაფიულ ადგილებს, ზოგან კი გამოგონილ სახელებს წარმოადგენენ და ხშირად პერსონაჟების სულიერ მდგომარეობას ასახავენ. გამოგონილი თუ სხვა ენიდან ნასესხები დიურასის ტოპონიმები განსაკუთრებულ ონომატოპეას ქმნიან და ტექსტებს პოეტურობას სძენენ. მწერალი განიცდის აღმოსავლეთის და აზიური სივრცის გავლენას, რაც მისი ბავშვობის წლებთან არისდაკავშირებული.

ორიენტაციის დამკარგველი სივრცე, რომელიც ყველგანაა, მუდმივი გადაადგილება, რომელიც გეოგრაფიულ და დროის ნიშნებს ხან გვაპოვნინებს, ხან კი გვაკარგვინებს, გზის განმეორებითი ქრონტოპი, როგორც იდენტობის ძიება, უცხო ჟღერადობის ტოპონიმები, რომლებიც ტექსტს პოეტურობას სძენენ, სიმბოლოებით დატვირთული დეკორი – ასეთია მარგერიტ დიურასის ლიტერატურული სივრცე, რომლის წარმოჩენა რომან ვიცე-კონსულის ქართულად თარგმნილი ტექსტებით ვცადეთ.

Bibliographies de l'auteur

მარინე სიორიძე

პროფესორი

სოფიკო გუჯაბიძე

დოქტორანტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმი, საქართველო

Publiée

2022-04-19

Comment citer

სიორიძე მ., & გუჯაბიძე ს. (2022). სივრცის სიმბოლური ასპექტები მარგერიტ დიურასის რომანში ვიცე-კონსული და მათი ქართულ ენაზე თარგმნის სირთულეები. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 534–549. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/585

Numéro

Rubrique

Des articles