მხატვრულ-ლიტერატურული ტექტების სათაურების თარგმნის სირთულები

Autori

  • ნინო ქავთარაძე

Rezumat

მხატვრულ-ლიტერატურული ტექსტების სათაურების თარგმანი ურთულესი შემოქმედებითი პროცესია, რადგან ერთი მხრივ, იგი თავად ავტორის იდეებს, შეხედულებებს წარმოაჩენს, მეორე მხრივ – მთარგმნელისას. ხშირად, სათაური თარგმანის პროცესის დასრულების შემდეგ შეირჩევა. სათაურში შეიძლება ნაწარმოების ძირითადი თემა, მთავარი ან მეორეხარისხოვანი პერსონაჟები იყოს მოხსენიებული; იგი მეტაფორული ხასიათის შეიძლება იყოს ან იუმორისტული. სათარგმნ ენაზე გადატანისას, ტექსტის და სათაურის სპეციფიკიდან გამომდინარე, მთარგმნელი სათარგმნი ტექსტის სათაურის ერთგული რჩება ან სათაურის ნაწილობრივ, ხან კი სრულად შეცვლა უწევს.

წინამდებარე ნაშრომში ყურადღება გვსურს გავამახვილოთ რამდენიმე ფრანგულენოვანი მხატვრულ-ლიტერატურული ტექსტის სათაურების ქართულ თარგმანზე და ვიმსჯელოთ მათი შერჩევის მართებულობაზე.

Biografie autor

ნინო ქავთარაძე

ასისტენტი პროფესორი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო

Publicat

2022-04-19

Cum cităm

ქავთარაძე ნ. (2022). მხატვრულ-ლიტერატურული ტექტების სათაურების თარგმნის სირთულები. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 483–497. Preluat în din https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/581

Număr

Secțiune

Articole