თარგმანის როლი ფრანგული ენის სწავლების პროცესში
Résumé
მოცემულ სტატიაში განვიხილავთ 3 ტიპის თარგმანს: 1. ინტრალინგვურ (შიდაენობრივ) თარგმანს, როცა თვით შესასწავლ ენაში სინონიმიის, ანტონიმიის, პერიფრაზირებისა და სხვა მეთოდებით ხორციელდება აზრის გადმოცემა; 2. ინტერლინგვურს (ენათაშორის) თარგმანს, როცა ერთი ენიდან მეორეში ან პირიქით, თარგმანი ხდება ექვივალენტების მოძიებით, ინტერსემიოტიკური თარგმანით ან ვერბალური თუ არავერბალური ინტერპრეტაციის მეშვეობით; 3. მესამე ტიპის თარგმანში იგულისხმება თარგმანის ინდივიდუალური მეთოდი, კერძოდ, თუ როგორ აღიქვამს უცხო ენის პედაგოგი თავის აზროვნებაში, თავის გრძნობებში შესასწავლ ენას და როგორ აწვდის იგი ამა თუ იმ ტექსტის, გამონათქვამის თუ იდიომების შინაარსს და აზრს, რა ინდივიდუალურ მეთოდებს იყენებს იგი, ეს ხორციელდება მინიშნებებით, ჟესტიკულაციით, ვერბალური ან არავერბალური თუ სხვა საშუალებებით.
ჩვენი ნაშრომის მთავარი მიზანია წარმოვაჩინოთ, თუ როგორ ვიყენებთ თარგმანს ფრანგული ენის სწავლებისას ქართულენოვანი აუდიტორიის წინაშე, რა მნიშვნელობა ენიჭება მას და რა შედეგებს ვღებულობთ ამ მეთოდის გამოყენებით სწავლების პროცესში.