ალექსანდრე ჩაჩიკოვი – ქართული მთარგმნელობითი სკოლის ერთი უცნობი სახელი

Auteurs

  • ადა ნემსაძე

Résumé

ქართულ მთარგმნელობით სკოლას ჰყავს ერთი უცნობი სახელი – ქართველთა შორის წერა-კითხვისგამავრცელებელი საზოგადოების წევრი, პოეტი და მთარგმნელი ალექსანდრე მიხეილის ძე ჩაჩიკოვი (ჩაჩიკაშვილი). იგი სამხედრო პირი გახლდათ, ყოფილი თეთრგვარდიელი, შემდეგ კი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მენშევიკური რეგულარული არმიის შტაბსკაპიტანი. გასაბჭოების შემდეგ მიატოვა სამხედრო სამსახური, ერთხანს ბათუმში ცხოვრობდა და აქტიურად იყო ჩართული კულტურულ პროცესებში, 1924 წლიდან კი მუდმივ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში, სადაც რამდენიმე თვეში ტყვედ ჩავარდა და გერმანელთა მხარეს გადავიდა, ამის შემდეგ სხვა საბჭოთა ლეგიონერებთან ერთად იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ომის დამთავრების შემდეგ, 1945 წლის ნოემბერში, ალექსანდრე ჩაჩიკოვი დააპატიმრეს, გაასამართლეს სამშობლოს ღალატის მუხლით და მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა. სწორედ აქედან იკრძალება მისი სახელის ხსენებაც.

ალექსანდრე ჩაჩიკოვის ლიტერატურული საქმიანობა 1919 წელს იწყება. იგი თავიდანვე რუსულ ენაზე წერდა ლექსებს. რუსულ ფუტურისტულ წრეებსაც ჯერ კიდევ თბილისში დაუახლოვდა, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა მოსკოვში და ძალიან პოპულარული გახდა მათ შორის. იყო მოსკოვის მწერალთა კლუბის წევრი, მთარგმნელი (ფრანგულიდან), ასევე თარგმნიდა ქართულიდან, აზიური (ჩინური, ებრაული, მონღოლური) და კავკასიური (ჩუვაშური, კომური, დაღესტნური, მორდოვული...) ენებიდან. ალექსანდრე ჩაჩიკოვს რუსულად უთარგმნია ქართული კლასიკური და მოდერნისტული პოეზიის ნიმუშები (აკაკი წერეთელი, გალაკტიონ ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ილო მოსაშვილი, სანდრო ეული), ხალხური არსენას ლექსი და სხვა.

დღემდე ალექსანდრე ჩაჩიკოვის ბიოგრაფიული ცნობები არასწორად იყო ცნობილი, ყველა ბეჭდურ გამოცემაში თუ ელექტრონულ პლატფორმაზე მისი სიკვდილის თარიღად მიჩნეულია 1941 წელი (ტყვედ ჩავარდნის დრო). სტატიაში სწორედ ეს ხარვეზია გასწორებული საბჭოთა უშიშროების არქივის სისხლის სამართლის საგამოძიებო საქმის მიხედვით. ასევე საუბარია მის მთარგმნელობით საქმიანობაზე.

Biographie de l'auteur

ადა ნემსაძე

ფილოლოგიის დოქტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი თბილისი, საქართველო

Publiée

2022-04-19

Comment citer

ნემსაძე ა. (2022). ალექსანდრე ჩაჩიკოვი – ქართული მთარგმნელობითი სკოლის ერთი უცნობი სახელი. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 354–365. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/570

Numéro

Rubrique

Des articles