ვეფხისტყაოსნის კიდევ ერთი ინგლისურენოვანი თარგმანის შესახებ

Auteurs-es

  • ეთერ ქავთარაძე

Résumé

ვეფხისტყაოსნის ყოველი ახალი თარგმანი ან თარგმნის მცდელობაც კი ნებისმიერ ენაზე მნიშვნელოვანი ფაქტია და ახალი შტრიხით ავსებს რუსთველოლოგიურ შტუდიებს.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია თვალსაჩინო ლიტერატურათმცოდნისა და მთარგმნელის დალიინწკირველის არქივი, სადაც ინახება ვეფხისტყაოსნის მის მიერ შესრულებული ინგლისურენოვანი თარგმანის ნუსხების შავი და თეთრი ვარიანტები. აქვეა მისი საყურადღებო სტატიები, რომლებშიც ნაჩვენებია რუსთაველის პოემის ადგილი მსოფლიო ლიტერატურაში.

ამ თარგმანის ნაწყვეტები – პროლოგი და ავთანდილის ანდერძი – 2000 წელს, მისსავე სიცოცხლეში, დაიბეჭდა და რეცენზენტთა დადებითი შეფასება მიიღო.
მთარგმნელის პირადი არქივიდან ნათლად იკვეთება მისი დამოკიდებულება თარგმანის ხელოვნებისადმი. უამრავი ჩანაწერ-ამონაწერი აჩვენებს ავტორის თარგმანზე მუშაობის პროცესს. მას ღრმად და საფუძვლიანად შეუსწავლია რუსთველოლოგიური ლიტერატურა და პოემის თარგმნის ისტორია.

დალი ინწკირველის ეს თარგმანი იმსახურებს სპეციალისტთა ყურადღებას.

Biographie de l'auteur-e

ეთერ ქავთარაძე

ფილოლოგიის დოქტორი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივთმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილების გამგე თბილისი, საქართველო

Publié-e

2022-04-19

Numéro

Rubrique

Articles