სოფრონიოს იერუსალიმელის ჰომილიები და მათი ქართული თარგმანები
Résumé
ეკლესიის გამოჩენილი მოღვაწის, მონოთელიტიზმის მგზნებარე მოწინააღმდეგის, სოფრონიოს იერუსალიმის ეპისკოპოსის (560-638 წწ.) ჰომილიათა რიცხვი თორმეტს აღწევს. მათგან ქართულ ენაზე ცნობილი იყო ათი ქართული თარგმანი, მათ შორის, ოთხი ტექსტი, რომელთა ბერძნული დედანიც დაკარგულია. როგორც აღმოჩნდა, ქართულ თარგმანთა რაოდენობა აღემატება ამ რიცხვს. ხოლო ვინაიდან ქართულ ენაზე სოფრონიოსის ჰომილიებისა და მათი ქართული თარგმანების კომპლექსური კვლევა არ გამოქვეყნებულა, ჩვენიმოხსენებით შევეცდებით ქართულ თარგმანთა რაოდენობის დაზუსტებას და სამი შეუსწავლელი თარგმანის, შესხმაჲ აიაზმისაჲ, შესხმაჲ ოთხისა მახარებლისა და სიტყუაჲ ხარებისათჳს II, დედანთა დადგენას.