სწავლა/სწავლება და ციფრული ტექნოლოგიები

Auteurs

  • ქეთევან ბარნაბიშვილი

Résumé

თეზისები: 21-ე საუკუნე თანამედროვე გამოწვევების წინაშე დგას. შეიცვალა ყოველდღიური ცხოვრების წესი, რასაც მოჰყვა განათლებისა და სწავლების ფორმების შეცვლა. დღის განმავლობაში ელექტრონულმა მოწყობილობებმა თითქმის სრულად ჩაანაცვლა ქაღალდზე მუშაობის დრო.

2005 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო სკოლებში კომპიუტერების შეტანა და 2010 წლისთვის თითქმის სრულად მოიცვა ყველა ობიექტი.

სამინისტროს განცხადებით, ტექნოლოგიების გამოყენება ეხმარება მოსწავლეს, გამოავლინოს და განავითაროს ისეთი უნარები, როგორებიცაა: მიზნის გაცნობიერება, ადრე მიღებული ცოდნის აქტიური რეპროდუცირება, მზა წყაროებზე დაყრდნობით ცოდნის შევსება, კვლევა-ძიების დამოუკიდებლად წარმართვა. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლებაში მასწავლებელს საშუალებას აძლევს, თვისებრივად შეცვალოს სწავლების შინაარსი, მეთოდები და ორგანიზაციული ფორმები, განახორციელოს სწავლებისადმი შემოქმედებითი მიდგომები.

პროექტი წარმატებით დაინერგა, მაგრამ შედეგების მონიტორინგი სამინისტროს არ აქვს, რადგან კვლევა მოითხოვსმრავალი კომპონენტის განსაზღვრას.
გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მისაღებ გამოცდებზე ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობა ყოველ წელს მაღალია და ძირითადად მზარდიც.

წარმოდგენილი სტატია ეხება სასწავლო პროცესში ჩართული ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების ავ-კარგიანობას. მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები და სხვადასხვა კვლევის შედეგები, რაც იმის მტკიცების საშუალებას გვაძლევს, რომ ადრეული ასაკიდან სასწავლო პროცესში ჩართული კომპიუტერები ცუდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე.

პირადი დაკვირვების და კვლევის შედეგად დავასკვენი, რომ სკოლების კომპიუტერიზაციის პროექტის უარყოფით მხარეებზე ხმამაღლა არავინ საუბრობს და მოსწავლეების ჯანმრთელობა ნაკლებად განიხილება.

Biographie de l'auteur

ქეთევან ბარნაბიშვილი

მაგისტრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო

Téléchargements

Publiée

2020-11-30

Comment citer

ბარნაბიშვილი ქ. (2020). სწავლა/სწავლება და ციფრული ტექნოლოგიები. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (7), 567–581. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/509

Numéro

Rubrique

Des articles