მულტიმედიური რესურსის გამოყენება უცხო ენის გაკვეთილზე

Auteurs-es

  • თამარ ფცქიალაძე

Résumé

თეზისები: ბოლო წლებია, საზოგადოება საკმაოდ დიდ დროსა და ყურადღებას უთმობს უცხო ენის სწავლებას. თითქმის ყველა ქვეყნის განათლების სისტემა ცდილობს, უცხო ენა ბავშვებს მიაწოდოს, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან. საზოგადოება ორიენტირებულია, რომ შეძლებისდაგვარად, მარტივად მოხერხდეს ამა თუ იმ ენის შესწავლა. უცხო ენების სწავლის აუცილებლობა ისეთივე ძველია, როგორც ადამიანის ისტორია. უძველესი ენებიდან ყველაზე პოპულარული ენები იყო ლათინური და ბერძნული, რადგან ძირითადად ამ ენებზე იყო შექმნილი მნიშვნელოვანი დოკუმენტები. შესაბამისად, ამ ენებზე მოლაპარაკე ადამიანები ითვლებოდნენ ინტელექტუალებად. თუმცა, უცხო ენის სწავლებაზე აქტიური საუბარი მე-17 საუკუნეში იან ამოს კომენსკიმ დაიწყო, რომელმაც დაწერა სრული კურსი ლათინური ენის შესწავლისთვის და განაცხადა, რომ საკლასო ოთახში დაზეპირების გარდა, აუცილებელია ფიზიკური აქტივობები. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უცხო ენის სურათებით სწავლებას ჩაუყარა საფუძველი. დღესდღეობით უცხო ენა ადამიანთათვის ძალიან მნიშვნელოვანი და ხემლისაწვდომია. იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს ენის შესწავლის სურვილი, აუცილებელია სწავლებაში ინოვაციების შემოტანა და ახალი მეთოდების შემუშავება. ვინაიდან თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე, ამიტომ ტექნიკამ ენის გაკვეთილზეც უნდა დაიმკვიდროს ადგილი, რითაც მასწავლებელს შეეძლება მულტიმედიური რესურსების გამოყენება.

მულტიმედიური რესურსის დანერგვა გაკვეთილზე მიმანიშნებელია, რომ განათლების სიტემა ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვე საუკუნეს, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების გაჩენის საუკუნედ ითვლება. საგაკვეთილო პროცესში მულტიმედიური მასალის დამხმარე მასალად გამოყენება ძალიან ბევრ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევას ავითარებს მოსწავლეში, რაც ეხმარება უკვე მოზრდილს, მომზადებული შეხვდეს მომავალს. ასეთი სახის რესურსები მთლიანად მორგებულნი არიან მოსწავლის ინტერესებსა და მათ დონეს. რა თქმა უნდა, გარდა დადებითი შედეგებისა, მულტიმედიის საგაკვეთილო პროცესში გამოყენებას უარყოფითი მხარეებიც აქვს, მაგრამ მათი აცილება შესაძლებელია ამ სახის რესურსების ზომიერად გამოყენებით.

აღნიშნული სტატიის მიზანია, წარმოაჩინოს მულტიმედიური საშუალებების გამოყენების აუცილებლობა სწავლა/ სწავლების პროცესში და ხაზი გაუსვას მათი როლს სწავლების ფასილიტაციაში, ანუ სწავლის პროცესის შემსუბუქებასა და სტიმულირებაში. შევეცდებით, გავცეთ პასუხი შემდეგ კითხვებს: ამარტივებს თუ არა მულტიმედიური რესურსები სასწავლო პროცესში პროგრამის გაგება-ათვისებას და ხდის თუ არა ეს საშუალებები გაკვეთილს მეტად ინტერაქციულს?

Biographie de l'auteur-e

თამარ ფცქიალაძე

ბაკალავრიატის სტუდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო

Téléchargements

Publié-e

2020-11-30

Numéro

Rubrique

Articles