პაულ ცელანის ლექსის „სიკვდილის ფუგა“ ქართული თარგმანები

Auteurs

  • ნუგეშა გაგნიძე

Résumé

მე-20 საუკუნის ებრაული წარმომავლობის გერმანულენოვანი პოეტის, პაულ ცელანის (1920-1970) „სიკვდილის ფუგა“ („Todesfuge“) ჰოლოკოსტის ლირიკის საუკეთესო ნიმუშია. ღრმა იდეურობით, არაჩვეულებრივი მხატვრული ფორმითა და ავტორის განცდათა გამოხატვის სიმძაფრით იგი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. „სიკვდილის ფუგა“ პოპულარული გახდა გამოქვეყნებისთანავე (1944-45 წლებში რუმინულად, 1947 წ. გერმანულად) და ითარგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე. არსებობს მისი ქართული თარგმანის რამდენიმე ვერსია. აღსანიშნავია ზვიად რატიანის, დათო ბარბაქაძისა და ზაალ ჯალაღონიას ნამუშევრები. 2017 წელს გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოში ნარკვევები მეორე მსოფლიო ომისშემგომი პერიოდის გერმანულენოვანი ლიტერატურიდან დავბეჭდე ჩვენ მიერ თარგმნილი „სიკვდილის ფუგა“.

ჩვენს მიზანს წარმოადგენს ამ თარგმანთა კვლევა და მათი შედარება. გვინდა ვუჩვენოთ, თუ რომელი თარგმანი უკეთ შეესაბამება ორიგინალს, გამოხატავს მწერლის მიერ განცდილსა და იმ ზოგადსაკაცობრიო ტკივილს, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა მოიტანა და წარუშლელ კვალად დატოვა ადამიანთა მეხსიერებაში.

Biographie de l'auteur

ნუგეშა გაგნიძე

პროფესორი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისი, საქართველო

Publiée

2022-04-19

Comment citer

გაგნიძე ნ. (2022). პაულ ცელანის ლექსის „სიკვდილის ფუგა“ ქართული თარგმანები. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 574–587. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/588

Numéro

Rubrique

Des articles