თანამედროვე ქართული ლიტერატურის თარგმანის კორპუსლინგვისტური ანალიზი პოსტკოლონიალიზმის პარადიგმაში

Auteurs

  • ხათუნა ბერიძე
  • ხათუნა დიასამიძე

Résumé

თანამედროვე თარგმანის თეორეტიკოსების აზრით, თარგმანი კოლონიასთან ასოცირდება, რადგან, კოლონიასავით, ისიც ახშობს დედნის გმირთა რეალურ იდენტობას. თარგმნის პროცესში, ნებსით ან უნებლიეთ, სუბიექტური მიზეზებითა თუ ობიექტური გარემოებებით, ავტორის იდეოლოგიასა და ენობრივ პოლიტიკას მთარგმნელის იდეოლოგია და ენობრივი პოლიტიკა ერწყმის და ეს ორი ხმა ან ჰარმონიაშია ერთმანეთთან ან დისონანსში. სტატიაში წარმოდგენილია გურამ დოჩანაშვილის მხიარული ბორცვის, აკა მორჩილაძის კაგდატა ინ ჯორჯიას, ზაზა ბურჭულაძის ფონოგრამის, ნუგზარ შატაიძის ნოემბრის წვიმისა და რეზო გაბრიაძის თეთრი ხიდის ინგლისური თარგმანების ინტერდისციპლინური ანალიზი, რომელიც აერთიანებს თარგმანმცოდნეობის თანამედროვე თეორიულ მოსაზრებებს, პოსტკოლონიური თარგმანისთეორიასა და კორპუსლინგვისტიკას. თარგმნილი მოთხრობების კორპუსლინგვისტური ანალიზი ჩატარდა ტექნოლოგიური პლატფორმის, პარალელური კორპუსის ლინგვისტური ანალიზატორის გამოყენებით. კვლევით დასტურდება, რომ კორპუსლინგვისტურ ანალიზს უნარი შესწევს, მხატვრული თარგმანის თვისებრივ-ხარისხობრივი მაჩვენებლები ზუსტი ციფრებით განსაზღვროს. განხორციელებული კვლევების მიზანი იყო ე.წ. „ავტორის ხმის“ თარგმანში ასახვის ხარისხის რაოდენობრივი განსაზღვრა, რაც აკადემიური თარგმანისადმი ძირითადი მოთხოვნაა. ანალიზატორის საბაზისო ვერსია ბსუ-ში 2011 წელს შევქმენით, ხოლო 2017-2020 წლებში თარგმანისა და ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრში იგი განვაახლეთ. სტატიაში წარმოდგენილია ანალიზატორის მუშაობის პრინციპები, ტექსტების მარკირების მეთოდოლოგია და თეგების ანაკრების ნიმუშები რამდენიმე ტაბულის სახით. კვლევებში ჩართულები იყვნენ ბსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.

Bibliographies de l'auteur

ხათუნა ბერიძე

ასოცირებული პროფესორი

ხათუნა დიასამიძე

დოქტორანტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმი, საქართველო

Publiée

2022-04-19

Comment citer

ბერიძე ხ., & დიასამიძე ხ. (2022). თანამედროვე ქართული ლიტერატურის თარგმანის კორპუსლინგვისტური ანალიზი პოსტკოლონიალიზმის პარადიგმაში. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 191–205. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/559

Numéro

Rubrique

Des articles