ქართული ლიტერატურა დევნილობაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და ავტოთარგმანი

Auteurs

  • ათინათი მამაცაშვილი

Résumé

წინამდებარე კვლევის თემაა რუსეთის მიერ 1921 წელს ოკუპირებული საქართველოდან ემიგრაციაში წასული ქართველი მწერლების ტექსტების ანალიზი, რომლებიც გამოქვეყნდა საფრანგეთში. გაექცნენ რა საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმს, ემიგრანტი მწერლები ევროპაში ნაციზმის და ანტისემიტიზმის აღზევების წინაშე აღმოჩნდენენ. ისინი ხშირ შემთხვევაში ქართულ ენაზე წერას აგრძელებენ და ქართულ ემიგრანტულ ჟურნალებში აქვეყნებენ თავიანთ ტექსტებს. კვლევას სურს, გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებზე: რა ადგილი უკავია მათ შემოქმედებაში ფრანგულ ენას? საქმე ეხება ავტოთარგმანს, თუ ორი განსხვავებული ენის გამოყენებას (ფრანგულის და/ან ქართულის) იმის მიხედვით, თუ რა თემას ეძღვნება თავად ტექსტი? მაგალითად, დ’ატრეიანის კრებული, რომელიც 1939 წელს გამოიცა, შემდეგნაირად არის წარმოდგენილი: ლექსების ნაწილი, რომელიც ევროპაში მიმდინარე აქტუალურ პრობლემებს ეხება (ნაციზმი, ანტისემიტზმი), ფრანგულად არის დაბეჭდილი, ხოლო იგივე კრებულის მეორე ნაწილში შემავალი ლექსები, რომლებიც ეძღვნება დევნილობის გამოცდილებას, საბჭოთა რეჟიმის კრიტიკას და სამშობლოს თემას – ქართულ ენაზეა მოცემული. როდესაც გიორგი ყიფიანი ავტოთარგმანს მიმართავს, დაისმის შეკითხვა – რაში მდგომარეობს განსხვავება ორიგინალსა და თარგმანს შორის? რა სურს ავტორს გაუზიაროს მხოლოდქართულ აუდიტორიას და რა – ფრანგულს? თარგმანის სოციოლოგი რენიე გრუტმანის მოსაზრებით, კითხვები, რომლებიც ამ მიმართულებით უნდა დაისვას, შემდეგია: ვინ თარგმნის? რომელი ენიდან რომელ ენაზე? რატომ? რა ტიპის აუდიტორიისთვის? რა მიზნით? მეორე მსოფლიო ომის ისტორიული და პოლიტიკური კონტექსტის ფარგლებში წინამდებარე კვლევა ძირითადად ფოკუსირებულია ემიგრაციაში შექმნილ ქართულ ლიტერატურაზე და მის განვითარებაზე იმ ალტერნატიული მწერლობის ენის გათვალისწინებით (ქართული/ფრანგული), რომელიც უშუალოდ უკავშირდება პოლიტიკურ კონტექსტს.

Biographie de l'auteur

ათინათი მამაცაშვილი

პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო ლიტერატურის ეროვნული ცენტრი, ლუქსემბურგი

Publiée

2022-04-19

Comment citer

მამაცაშვილი ა. (2022). ქართული ლიტერატურა დევნილობაში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და ავტოთარგმანი. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 175–190. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/558

Numéro

Rubrique

Des articles