განათლება – ისეთი თბილი და ნათელი

Auteurs

  • ალექსანდრე სელეპანოვი

Résumé

თეზისები: 21-ე საუკუნე და 2019 წელი – დრო, როდესაც ტექნოლოგიური განვითარება იმდენად მუდმივი და სწრაფად მზარდია, რომ თითქოსდა, მაქსიმალურად მიიღწევა სრულყოფა სწავლა/განათლების კუთხით. მაგრამ, თითქოსდა მოჩვენებით, რადგან, რაც უფრო მზარდია განვითარების ტემპები, მით უფრო მეტი გამოწვევა წარმოიშობა, რაც ასევე დასაძლევია. ტექნოლოგიური, მენტალური, ნებისმიერი სხვა და სხვაგვარი კომპონენტების სულ უფრო ფართოდ გავრცელება მეტ ადამიანს, კულტურას, სფეროს აკავშირებს და ადრე უცნობი ზედაპირზე გამოაქვს. განვითარება – ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი სიტყვაა, მისგან წარმოშობილი (ან/და პირიქით – ვინ იცის) განათლება – ისეთი თბილი და ნათელია, რომ საქართველოს ახლანდელ დროში ცივსა და ბნელ ციხეში, სატუსაღოში, საპატიმროში (როგორც გენებოთ) სიცოცხლეს უნარჩუნებს, ათბობს და მომავალს ნათელს ხდის პატიმარი სტუდენტებისათვის.

წინამდებარე სტატიაში მიზნად დავისახეთ, ვაჩვენოთ, რა შესაძლებლობებს აძლევს ონლაინ სწავლება პატიმარ სტუდენტებს, როგორი მნიშვნელობა აქვს მათთვის ადამიანთა თანადგომას, როგორ უზრუნველყოფს ახალი ტექნოლოგიები მათ მიმართ ადამიანურობის გამოხატვის შესაძლებლობებს.

Biographie de l'auteur

ალექსანდრე სელეპანოვი

ბაკალვრიატის სტუდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო

Téléchargements

Publiée

2020-11-30

Comment citer

სელეპანოვი ა. (2020). განათლება – ისეთი თბილი და ნათელი. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (7), 624–630. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/514

Numéro

Rubrique

Des articles