ქართველ მეფეთა პოლიტიკური ურთიერთობა შაქის სახანოს მმართველებთან XVIII საუკუნის შუა წლებში
DOI:
https://doi.org/10.32859/neg.14.620.120-135საკვანძო სიტყვები:
ქართლი, კახეთი, შაქის სახანო, ჰაჯი-ჩელები ხანი, თეიმურაზ II, ერეკლე IIანოტაცია
XVIII საუკუნის შუა წლებში, ირანში შინააშლილობის პერიოდში, სამხრეთ კავკასიაში წარმოიქმნა დამოუკიდებელი და ნახევრადდამოუკიდებული და პოლიტიკური ერთეულები. ისინი მუდმივ ურთიერთბრძოლებში იყვნენ ჩართულნი. ეს ბრძოლები უშუალოდ საქართველოს საზღვრებთან მიმდინარეობდა და, ბუნებრივია, მაყურებლის როლში ვერ დარჩებოდნენ ქართლისა და კახეთის მეფეები, რომლებიც მალევე ჩაებნენ საბრძოლო მოქმედებებში. სტატიაში წარმოდგენილია შაქის სახანოს მოკლე ისტორია, განხილულია ამ სახანოს მმართველის, ჰაჯი- ჩელები ხანის მოღვაწეობის ზოგიერთი ასპექტი. მთავარი ყურადღება კი გამახვილებულია შაქის სახანოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ურთიერთობებზე XVIII საუკუნის შუა ხანებში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2023-03-20
როგორ უნდა ციტირება
დემეტრაშვილი კ. (2023). ქართველ მეფეთა პოლიტიკური ურთიერთობა შაქის სახანოს მმართველებთან XVIII საუკუნის შუა წლებში. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, (14), 120–135. https://doi.org/10.32859/neg.14.620.120-135
გამოცემა
სექცია
ისტორია და წყაროთმცოდნეობა