ახლო აღმოსავლეთი და საქართველო https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg
სამეცნიერო ჟურნალი „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“ ქვეყნდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ.

ჟურნალში გამოქვენებული სამეცნიერო ნაშრომების თემატიკა შემდეგია: აღმოსავლური ენათმეცნიერების, აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიის, ლიტერატურისა და კულტურის აქტუალური პრობლემების, აღმოსავლეთის ქვეყნებთან და ხალხებთან საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის საკითხები; ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში თანამედროვე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და რელიგიური პროცესები, ისლამისა და კონფესიათაშორისი ურთიერთობები, ახლო და შუა აღმოსავლეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების გეოპოლიტიკური პრობლემები როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ პროცესთა კონტექსტში.
Ilia State University ka-GE ახლო აღმოსავლეთი და საქართველო 2587-4780 ირანი და თალიბანი: მტრული ურთიერთობებიდან პრაგმატიზმამდე https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/635
ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის  დაბრუნებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რეგიონულ და საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებზე.  აშშ-ის და  რეგიონული აქტორების მიერ წლების განმავლობაში თალიბანთან მოლაპარაკებების წარმოება, ავღანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში  დაჯგუფების ზომიერი ნაწილის ჩართვას გულისხმობდა. მიუხედავად მიღწეული შეთანხმებებისა, თალიბანის  ავღანეთის მმართველობაში დაბრუნების პროცესი  განსაზღვრული გეგმისგან მკვეთრად განსხვავებულად წარიმართა.

ირანის ისლამური რესპუბლიკა წლების განმავლობაში, აქტიურადაა ჩართული  მეზობელ ავღანეთში მიმდინარე მოვლენებში  და ცდილობს სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ნორმალიზებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

სტატიაში განხილულია თალიბანის რეჯიმს ირანის დამოკიდებულების სახეცვლილების განმაპირობებელი ფაქტორები და ავღანეთ-ირანის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტები თანამედროვე ეტაპზე.
მირანდა ბაშელეიშვილი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 359 372 10.32859/neg.14.635.359-372 თუნისის შეიარაღებული ძალების როლი „არაბული გაზაფხულის“ დროს და ახალი ავტოკრატიის ჩამოყალიბების პროცესში https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/636
სტატიაში განხილულია თუნისში 2010 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ზაფხულამდე მიმდინარე მოვლენები, თუ რა დოზით იყვნენ ჩართულნი თუნისის შეიარაღებული ძალები „არაბული გაზაფხულის“ გარიჟრაჟზე და პოსტრევოლუციურ თუნისში პოლიტიკურ პროცესებში, რა მოტივები განაპირობდა მათი პოლიტიკური პოზიციების ცვლილებებს, ასევე რა განსხვავებებია თუნისის, ეგვიპტისა და სირიის შეიარაღებული სამხედროების ინტერესებს შორის.

თუნისის შეიარაღებულ ძალებზე საჭირო ინფორმაცია, ეგვიპტისა და სირიისგან განსხვავებით, ძალზე მცირეა. თუმცა ხელმისაწვდომი მასალების დამუშავების შემდეგ შესაძლებელი გახდა დამატებითი დასკვნების გამოტანა იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა გარკვეული სახის მსგავსებებთან ერთად, თუნისის „არაბული გაზაფხულის“, ისე მის შემდგომ პერიოდში მოვლენათა განსხვავებული სცენარით განვითარება, რაც, ბუნებრივია, დაკავშირებულია სამხედროებთან. ხაზგასასმელია, რომ სხვა არაბულ ქვეყნებთან შედარებით, თუნისის შეიარაღებული ძალები მცირერიცხოვან ძალას წარმოადგენდა.
სიმონ გურეშიძე საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 373 384 10.32859/neg.14.636.373-384 კასპიის ზღვის რეგიონის როლი გლობალურ ენერგოუსაფრთხოების სისტემაში https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/637
სტატიაში, შესაბამის თეორიულ მიდგომებზე დაყრდნობით, განხილულია კასპიის ზღვის ენერგომატარებლებისა და მათი ტრანსპორტირების მნიშვნელობა როგორც რეგიონულ ისე გლობალურ პოლიტიკაში. შესწავლილია რეგიონული და გლობალური მოთამაშეების გავლენა კასპიის რეგიონში შექმნილ ძალთა ბალანსზე  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და განვსაზღვრულია მათი როლი და პოზიციები ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისათვის ალტერნატიული გზების ძიებაში.
ალექსანდრე ლაცაბიძე საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 385 403 10.32859/neg.14.637.385-403 ირანი და რუსეთი - სტრატეგიული ალიანსი თუ დროებითი პარტნიორობა? https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/638
ირანის რუსეთთან ურთიერთობებში იკვეთება პრაგმატიზმის პირველობა იდეოლოგიასთან შედარებით. ირანისთვის უმნიშვნელოვანესია რუსეთთან თანამშრომლობა როგორც შეიარაღების მიწოდების თვალსაზრისით, ისე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. რუსეთი გახდა ჩვეულებრივი შეიარაღებით, ბალისტიკური და სამოქალაქო ბირთვული ტექნოლოგიებით ირანის მთავარი მომმარაგებელი. უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, თეირანი მოსკოვის მთავარი სამხედრო მხარდამჭერი გახდა.

კასპიის ზღვის დაყოფასთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის პოზიციები განსხვავებულია. რუსეთმა საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებებს მონაპირე ქვეყნებთან ზღვის სექტორალური დაყოფის შესახებ, ეს კი ნეგატიურად აისახა ირან-რუსეთის ურთიერთობებზე. რამდენადაც ირანი კვლავაც მხარს უჭერდა ფსკერის თანაბრად გაყოფას ხუთ მონაპირე ქვეყანას შორის, მან უარი თქვა ამ შეთანხმების კანონიერების აღიარებაზე.

დასავლეთის მცდელობა რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებისა შეესატყვისება ირანის ინტერესებს. ლოგიკური იქნებოდა, რომ ირანს ამ მიმართულებით მაქსიმალურად გამოეყენებინა რუსეთის უკრაინაში აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება, თუმცა თეირანმა სრულიად საპირისპირო ნაბიჯები გადადგა და რუსეთთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებით, ამგვარი პერსპექტივა კიდევ უფრო არარეალისტური გახადა.

ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის სრულფასოვანი ამოქმედება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულმა ომმა არარეალისტური გახადა.

რუსეთისა და ირანის თანმთხვევა ანტიდასავლურ პოლიტიკას არაერთი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისა ორივე ქვეყნისთვის დაწესებული სანქციები, ევრაზიული იდეების გაზიარება და ა.შ.
გიორგი სანიკიძე საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 404 422 10.32859/neg.14.638.404-422 „ისლამური სახელმწიფო“ ხორასანში - ახალი გამოწვევა ავღანეთისთვის https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/639
დაჯგუფების,  „ისლამური სახელმწიფო“ ხორასანში,  მიზანს ისევე, როგორც ე.წ. ისლამური სახელმწიფოსი, ისლამური სახალიფოს აღდგენას წარმოადგენს, რომელშიც ავღანეთიც უნდა შევიდეს. სახელწოდება დაჯგუფებამ ისტორიული ხორასნის რეგიონისგან აიღო, რაც ავღანეთის, პაკისტანის და ირანის ტერიტორიების ნაწილს მოიცავდა. ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ცენტრალური ხელმძღვანელობა ავღანეთს საკუთარი გავლენის ცენტრალურ და სამხრეთ აზიაზე გავრცელების ბაზად და „დიდი სახალიფოს“ პროექტის ნაწილად მიიჩნევდა. ამიტომაც ავღანეთში ხორასნის დაჯგუფების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი იყო.

სტატიაში განხილულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის დაჯგუფება ავღანეთში და ის გამოწვევები, რომლებსაც თალიბანი შეეჯახა ხელისუფლებაში მოსვლისას. შესაბამისად განხილულია ე.წ. „ისლამური სახელმწიფო - ხორასნის“ დაჯგუფების წარმოშობის და მოქმედების ისტორია, მისი იდეოლოგია და მეტოქეობა თალიბანთან და ურთიერთობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ცენტრალურ ოფისთან.
თინათინ ქაროსანიძე საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 423 433 10.32859/neg.14.639.423-433 PROFESSOR ELENA DAVIDOVICH AND HER CONTRIBUTION TO THE DEVELOPMENT OF THE ORIENTAL HISTORICAL SOURCE STUDIES https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/640
Professor Elena Abramovna Davidovich (1922-2013) is a scholar known worldwide; a specialist in the fields of numismatics, textology, palaeography, and other special historical disciplines employed for studies on Oriental historical sources. She had written numerous scientific works including nine fundamental monographs and more than 200 articles.[1] These publications give treatment to a wide range of problems in the areas of history, economics, numismatics, archaeology, metrology, and source studies of Medieval Central Asia.

She was born on December 24, 1922, in Krasnoyarsk, Russia. In 1945, at the age of 23, she graduated from the Department of History from the Central Asian State University (SAGU, Tashkent, Uzbekistan). Then in 1950, at the age of 28, she obtained her Ph.D. in Historical Sciences with her doctorate thesis entitled, “On Monetary Circulation in the State of Sheibanids, XVI Century.” In 1965, she wrote her Postdoctoral dissertation, “Numismatic Data on Socio-Economic and Political History of Central Asia in the 10th-18th Centuries.” Professor Elena Davidovich was conferred her Professorship in 1969 in recognition of her many years of teaching and her significant scientific achievements. As a scholar, she served for over two decades (1951-1972) at the Institute of History, Academy of Sciences of Tajikistan, and then for four decades (1972-2013) at the Moscow Institute of Oriental Studies.

In her long and fruitful academic career, she had initiated many scientific forums and series, among them, the series of “Barthold Lectures” - the Annual International Seminar for Historians studying the Muslim Orient/Muslim World (1974-1993); and the journal “Historical Oriental Studies and Specialist Historical Disciplines” (1989-2004).
ტატიანა დენისოვა საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 434 446 10.32859/neg.14.640.434-446 ჭილაძეთა სათავადოს ირანული „ინსიგნიები“ ტყვირის მე-17 საუკუნის ჭედური ხატების მიხედვით https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/633
მე-16 საუკუნის 60-იანი წლებში დასავლეთ საქართველოში ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ სამთავროებს შორის გაჩაღებულ ბრძოლებში ჭილაძეთა სათავადოც მონაწილეობს. სათავადოს წარმოქმნა მე-15 საუკუნიდან ივარაუდება. ისინი დადიანის ვასალები იყვნენ. სათავადოს დაწინაურება და დაკნინება სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა და გამუდმებით დადიანის, გურიელისა და იმერეთის მეფეების დავის საგანი იყო.
თამარ დემეტრაშვილი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 335 348 10.32859/neg.14.633.335-348 წულუკიძეთა სათავადოს საბრძოლო იარაღი, როგორც პოლიტიკური ორიენტაციის მაჩვენებელი https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/634
წინამდებარე ნაშრომი ეხება ნიკორწმინდის ტაძრის მე-17 საუკუნეში გამოსახულ თავად წულუკიძეების ფრესკებს. ფრესკებზე ასახული წულუკიძეთა ჩაცმა-დახურვის წესი შეესაბამება მე-17 საუკუნეში საქართველოში გავრცელებულ ე. წ. ირანულ მოტივებს, ირანულ მოდას, თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია წულუკიძეების ოჯახის   საბრძოლო იარაღზე, კონკრეტულად კი ხანჯალზე.
თამარ ლეკვეიშვილი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 349 357 10.32859/neg.14.634.349-357 სურამი ისრაელის ქართულენოვან მწერლობაში https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/610
ებრაელები სურამში უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ. მათ ყოველთვის სწამდათ, რომ ისინი 2600 წლის წინ პირველად მოსულ ებრაელებს მიეკუთვნებოდნენ და იმთავითვე დასახლდნენ აქ. ისინი  ყველაზე ძველ ტერიტორიაზე, სურამის ციხის მიდამოებში ცხოვრობდნენ, ცალკე უბნად სახლდებოდნენ და სახაზინო, საბატონო და საეკლესიო ყმებად ითვლებოდნენ. მათი ძირითადი საქმიანობა ვაჭრობა - ხელოსნობა იყო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში არც სოფლის მეურნეობას არიდებდნენ თავს, თუმცა ხაზგასასმელია, რომ ებრაული იდენტობის ძირითადი მარკერი თემის წარმომადგენლების საქმიანობა - აღებ- მიცემობაა, რაც ზოგადად საქართველოს მასშტაბით ებრაელობის მთავარი მახასიათებელი იყო  საუკუნეების მანძილზე. სურამის სტრატეგიულმა მდებარეობამ და შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკურ რუკაზე აქტიურმა ჩართვამ ხელი შეუწყო და დააჩქარა ურბანიზაციის პროცესი და საბოლოოდ ჩამოაყალიბა აქ ქართული ებრაული თემი. ისე როგორც მთელს საქართველოში,  ტრადიციებს ნაზიარები სურამის ებრაელობა მტკიცედ იცავდა ებრაული რელიგიური ცხოვრების წესს ოჯახებში და   ბიბლიურ ტრადიციებს თემის სალოცავ სინაგოგაში.
ლალი გულედანი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 7 16 10.32859/neg.14.610.7-16 XIX საუკუნის ხელნაწერში (A-1448) დაცული ცნობები სპარსულიდან ნათარგმნი ლიტერატურის შესახებ https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/611
კ. კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი A-1448 (1801-1862) წარმოადგენს ტარასი ალექსი-მესხიშვილის (1793–1874) კოლექციას. ხელნაწერში, სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, შეტანილია სპარსულიდან, ბერძნულიდან, სომხურიდან, რუსულიდან, ლათინურიდან და იტალიურიდან ქართულად ნათარგმნი წიგნების სია, რომლებიც ცნობილი იყო მე-19 საუკუნის საქართველოში და რომელთა ერთი ნაწილიც, სავარაუდოდ, ინახებოდა ქვათახევის მონასტრის ბიბლიოთეკაში.

სტატიაში შესწავლილია ხელნაწერში შეტანილი სპარსულიდან ნათარგმნი ნაშრომები: ქილილა და დამანა, ამირნასარიანი, ქმნულების ცნობა, ზღაპრები გინა არაკებრი ისტორია, როსტომიანი, ყარამანიანი და სხვ.
ნათია დუნდუა საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 17 25 10.32859/neg.14.611.17-25 ფსევდო–დიონისე არეოპაგელის ენის ზოგიერთი თავისებურების გამო https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/612
დიონისე არეოპაგელის ენის თავისებურებათა კონტექსტში, ნაშრომში ძირითადად განიხილება ორი საკითხი – აღმატებითხარისხიანი ზედსართავი სახელების და uJpevr – პრეფიქსიანი სიტყვების სიჭარბე, რასაც ავტორს არაიშვიათად  სტილის, წერის მანერის ხელოვნურ ზვიადობად, ენაკაზმულობით გატაცებად უთვლიან მკვლევარნი.

ზედსართავი სახელები აღმატებით ხარისხში უმთავრესად დასტურდება ტრაქტატში „ზეციური იერარქიის შესახებ“, რომელიც არსებითად არის მეტაფიზიკური ყოფიერების სტრუქტურის, ღმერთის შემეცნების კატაფატიკური გზის, ანუ ღვთაებრივი ნათელის ემანაციის იერარქიული საფეხურების არეოპაგიტული მოდელი. ამ გზაზე ყოველი საფეხური ხასიათდება ღვთაებრივი თვისობრიობის კლებადი ან მატებადი ხარისხით. ამასთან, ეს დამოკიდებულია იმაზე, დახასიათებისას მივემართებით ქვემოდან ზემოთ, თუ ზემოდან ქვემოთ. შესაბამისად, ერთსა და იმავე „არსთათვის“, საფეხურების მიხედვით, ყალიბდება ატრიბუტული წყვილები: უქვემოეს–უზემოესი, უშორეს–უმახლობელესი, უმდარეს–უპირატესი და ა.შ.; ანუ: ის, რაც ახლოა რეალურ ყოფიერებასთან, შორსაა ღვთაებრივისგან და პირიქით...

ტრაქტატში დიონისე არეოპაგელი გრამატიკულ ხარისხს მიზანმიმართულად ხმარობს, როგორც მსოფლმხედველობრივ–თეოლოგიური აზრის გამოხატვის შეუცვლელ საშუალებას და არა როგორც ენობრივ სამკაულს.

uJpevr–პრეფიქსული წარმოების ტერმინებს რაც შეეხება, მათი უმრავლესობა ეკუთვნის ტრაქტატს „ღვთაებრივი სახელების შესახებ“, რომელშიც არეოპაგიტული „ერთის“, ანუ ღმერთის განსაზღვრების შესაძლებლობების და შეუძლებლობის საზღვრებია ზღვარდადებული თუ ზღვარდაუდებელი. არეოპაგიტული ღმერთი ყოვლობის მიღმაა – არც ღმერთია, არც არაღმერთი, რამდენადაც ზეღმერთია, ზეშთაღმერთია (uJpevrqeo") და  მისი არსი არის ზეარსი (uJperoυsίa), არეოპაგელთან ის კატაფატიკურად იძენსატრიბუტებს: ზეკეთილი, ზესავსე, ზესრული, ზენათელი, ზეშთამშვენიერება, ზესაჩინო და ა.შ., ამიტომყოველი ასეთი ზეშთა, ზე– uJpevr – ით ნაწარმოები ლექსიკური ერთეული ცნებით კატეგორიას წარმოადგენს და აზრობრივ–ტერმინოლოგიური ზედმიწევნილობის იშვიათი მაგალითია. ამდენად იგი შეუძლებელია განიხილებოდეს წერის ესთეტიკური სტილით გატაცების, მოჩუქურთმებული სიტყვაკაზმულობის ნიმუშად.
ნელი მახარაძე საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 26 34 10.32859/neg.14.612.26-34 ნაპოლეონისადმი მიძღვნილი „სპარსული ყასიდის“ ავტორობის შესახებ https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/613
წინამდებარე სტატიაში შევეხებით პარიზის ენებისა და ცივილიზაციის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის სპარსული ხელნაწერების კატალოგში (Ms. pers. 136, N 44) დაცული ხელმოუწერელი და დაუთარიღებელი ხელნაწერის, „სპარსული ყასიდა 19 ბეითი ნაპოლეონის სადიდებლად“ (Qasida persan 19 bayts à la gloire de Napoléon), ავტორობის საკითხს. სათაურის მიხედვით ყასიდა ნაპოლეონის ხოტბას გულისხმობს, მაგრამ ცხრამეტივე ბეითიდან ნათლად ჩანს, რომ ის თანაბრად ეხება როგორც ნაპოლეონს, ისე ირანის შაჰს – ფათჰ-ალის. Qasida persan სპარსული პოეზიისათვის დამახასიათებელი მაღალფარდოვანი ენითაა დაწერილი, სავსეა მეტაფორებით და ხაზს უსვამს მისი ავტორის მიერ სპარსული ლიტერატურის კარგ ცოდნას.

ის ფაქტი, რომ ყასიდაში მონარქთაგან ჯერ ნაპოლეონია დასახელებული და შემდეგ ფათჰ-ალი შაჰი, გვაფიქრებინებს, რომ მისი ავტორი ფრანგია. ვის შეეძლო დაეწერა ეს ყასიდა? ამ საკითხის გასარკვევად შევეხებით XIX საუკუნის დასაწყისის საფრანგეთ-ირანის დიპლომატიური ურთიერთობების საკითხს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია სათაურით „სპარსეთის თანამედროვე მდგომარეობა“ (Tableau général de la Perse moderne), რომელშიც შეტანილია „სპარსული ოდის თარგმანი მისი უდიდებულესობა ნაპოლეონ I-ის ფრანგების იმპერატორის იტალიის მეფის პატივსაცემად“ (Traduction de l’Ode Persane en l’honneur de S. M. Napoléon Ier Empereur des français et Roi d’Italie). ეს ხელნაწერი დათარიღებულის 1807 წლით და მას ხელს აწერს XVIII დასაწყისში ირანში დაფუძნებული რუსოთა ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენელი, ფრანგი დიპლომატი და აღმოსავლეთმცოდნე, აღმოსავლეთში აღზრდილი ჟოზეფ რუსო. რომელმაც შესანიშნავად იცოდა სპარსული, თურქული, არაბული ენები და რომელიც აღმოსავლური ლიტერატურის შესანიშნავი მცოდნე იყო.  „სპარსული ყასიდა 19 ბეითი ნაპოლეონის პატივსაცემად“ შინაარსის მიხედვით ვვარაუდობთ, რომ ის ნაპოლეონის ტახტზე ასვლამდეა დაწერილი. ნაპოლეონს უამრავი ლექსი თუ ოდა მიძღვნეს, მაგრამ „სპარსული ყასიდა“ და „სპარსული ოდა“ ამ თემაზე დაწერილი ერთ-ერთი პირველი ნაწარმოებებია.
ირინე ნაჭყებია ნიკოლოზ ნახუცრიშვილი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 35 48 10.32859/neg.14.613.35-48 სოციალური თემატიკა ქართულ და არაბულ რომანტიზმში https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/614
სტატიაში განხილულია  ქართველი და არაბი რომანტიკოსების მიდგომა სოციალური საკითხებისადმი. ხაზგასმულია, რომ სოციალური თემატიკა ქართველი რომანტიკოსებისთვის არ გამხდარა სერიოზული განხილვის საგანი, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ისინი თავიანთი წოდებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (ძირითადად არისტოკრატიული ან მაღალი წრის წარმომადგენლები იყვნენ), თავიანთი ცხოვრების სტილით შორს იდგნენ რიგითი ადამიანების ცხოვრებისგან, მათი ყოფითი მდგომარეობა მათთვის უცხო თუ არა ძალზე შორეული იყო. არაბულ რომანტიზმში კი სოციალური მოტივები წინ წამოწევა, რომელიც იწყება არაბი განმანათლებლებიდან, ნაკარნახევი იყო არაბულ ქვეყნებში შექმნილი ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციით. არაბი რომანტიკოსები არა მარტო აყენებდნენ სოციალურ პრობლემებს, არამედ გვთავაზობდნენ სოციალურ უსამართლობათა მოგვარების საკუთარ გზებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არაბი რომანტიკოსები, განსხვავებით ქართველი რომანტიკოსებისა, საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები იყვნენ, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო ფენისა.
მურმან ქუთელია საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 49 59 10.32859/neg.14.614.49-59 METRE OF TALYSHI FOLKLORE COUPLETS https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/615
One of the most important features of Talyshi folklore couplets is their poetic metre. This poetic metre has caused music and a special effect to be present in these poems. This article tries to provide a picture of the metre of this poetry format, which is, of course, the most widely used poetry format by examining the metre of Talyshi folklore couplets. In this article, first the subject of the syllable (part) and its Scansion and then the Scansion of the elements of a Talyshi poetry sample has been addressed. In the following, the explanations about the metre of the Talyshi poem, and the metre of the couplet format is analyzed. The present study shows that the folklore couplets recorded in South Talysh are divided into two parts of 11 syllables and 7 syllables, which the first case (11 syllables) is much more and more impressive. This article has been written with the help of library resources and analytical methods and the sample of folklore poems used in it is also the result of the author's field research studies.
იასერ ქარამზადე ჰაფთხანი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 60 68 10.32859/neg.14.615.60-68 ქართველები სეფიანთა ირანში: უნდილაძეების საგვარეულოს წარმომადგენლებთან დაკავშირებული XVII საუკუნის რამდენიმე ٭სპარსული და არაბული წარწერის შესახებ https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/626

სტატიაში შესწავლილია სეფიანთა პერიოდის ირანის სამხედრო-პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ასპარეზზე მოღვაწე უნდილაძეთა საგვარეულოს ორ წარმომადგენელთან (ალავერდი ხანი და მისი ვაჟი იმამყული ხანი) დაკავშირებული რამდენიმე სპარსული და არაბული წარწერა (მეშჰედში ალaვერდი ხანის აკლდამაზე, შირაზში ძველი საკრებული მეჩეთის შესასვლელის პორტალზე, გოლფაიეგანის ერთ- ერთ რელიგიურ ნაგებობაზე, კუნძულ ჰორმუზის აღების შემდეგ ნადავლის სახით მოპოვებულ პორტუგალიურ ზარბაზნებზე). ხაზგასმულია, რომ ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ეს წარწერები აქამდე უცნობი იყო, მათი შესწავლა კი უთუოდ გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას ირანში უნდილაძეთა მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტების შესახებ.

გრიგოლ ბერაძე მარინა ალექსიძე თამარ მოსიაშვილი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 206 247 10.32859/neg.14.626.206-247 ახალი მონაცემები ქართლ-კახეთის სამეფოს სირმა მონეტების მიმოქცევის შესასწავლად https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/627
სტატიის მიზანია ქართლ-კახეთის სამეფოს (1744-1801) ვერცხლის საფასის, სირმა თეთრის მიმოქცევის შესწავლა. მოყვანილია მონაცემები სირმა მონეტების შემცველი ექვსი ექსკლუზიურად სამონეტო თუ შერეული კომპლექსის შესახებ. სამი მათგანი პირველად ქვეყნდება, სამი კი აქამდეც გამოქვეყნებულა, მაგრამ ისტორიული ანალიზის გარეშე. სამი სამონეტო კომპლექსი ფორმირებულია XVIII-XIX საუკუნის კავკასიურ სახანოებში, სამი კი ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე. ამ სამონეტო კომპლექსების ატრიბუცია განხორციელდა სირმა თეთრის შემცველი განძების ავტორის მიერ შემოთავაზებული კლასიფიკაციის მიხედვით. ამ ახალი სამონეტო კომპლექსის შესწავლის შედეგად მიღებულმა მონაცემებმა მისცა ავტორს შესაძლებლობა, გაეღრმავებინა სირმა თეთრის შემცველი განძების მეტა-ანალიზი. ერთ-ერთი შერეული კომპლექსი ხანგრძლივი დაგროვების განძი აღმოჩნდა; სავარაუდოდ, სალოცავისადმი შეწირული მონეტების ნაკრებს წარმოადგენს, და, შესაბამისად, არა მარტო ეკონომიკური, არამედ, ასევე, კულტუროლოგიური პირველწყაროს მნიშვნელობაცა აქვს.
ირაკლი ფაღავა საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 248 259 10.32859/neg.14.627.248-259 თბილისის ჰ. 147 წ. შა‘ბანით (764 წ. 3-31 ოქტომბერი) დათარიღებული მონუმენტური ქუფური წარწერა და მისი ისტორიული მნიშვნელობა https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/628
საქართველოსა და კავკასიაში არაბობის ისტორიის საკვლევად ეპოქის ეპიგრაფიკული მემკვიდრეობაერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირველწყაროდ წარმოგვიდგება. ნაშრომის მიზანი სწორედ თბილისში ახლადაღმოჩენილი არაბული წარწერის შესწავლაა.

წარწერა ნაპოვნია 2012 წ. თბილისში, პუშკინის ქუჩაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისპროცესში, ისტორიული დიღმის კარის შესასვლელთან. წარწერა (15.5 X 98.5 სმ) შესრულებულიაჰორიზონტალურად წაგრძელებულ ქვიშაქვაზე (34 X 107 სმ), რომელიც კუთხის (ქალაქის ჩრდილოეთი დადასავლეთი კედლების შემაერთებელ) კოშკის კედელშია ჩასმული. წარწერა სავალალო მდგომარეობაშიავანდალიზმისა და ქვის დაჩქარებული ეროზიის გამო; თუმცა, ღამის განათებაზე მუშაობის წყალობით, ავტორებმა შეძლეს ადეკვატური ფოტოსურათების გადაღება და ამ ქუფური წარწერის თითქმის მთლიანადგარჩევა; შემორჩენილი 3 სტრიქონის (თავდაპირველად, სულ 6 იყო?) ახლებური წაკითხვა (დაზუსტებულიდათარიღების ჩათვლით): ... მისი [გარნიზონი ?] და მისი გამარჯვება და მისი დამცველი / და დაწერასალამ ბ. ჰა¡¡ანმა/ჰაბბანმა/ჰაბბანმა / შა‘ბანსა წელსა ას ორმოცდა შვიდსა.
ირაკლი ფაღავა მერაბ ძნელაძე ირაკლი თოფურიძე საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 260 278 10.32859/neg.14.628.260-278 რომის უპირატესობის შესახებ პირველი ათასწლეულის აღმოსავლურ საქრისტიანოში https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/629
ქრისტიანული სამყაროს პირველ ათასწლეულში რომის პაპის პირველობა იურისდიქციული თვალსაზრისით ყველას მიერ არ იყო აღიარებული. თუმცა რომის ეკლესიის პირველი იერარქი ქრისტიანულ სამყაროში მიიჩნეოდა როგორც primus inter pares (პირველი თანასწორთა შორის).

პაპი კლიმენტის ეპისტოლე კორინთოს ეკლესიისადმი მიჩნეულია პირველ წერილობით ძეგლად, რომელშიც სხვა ეკლესიებზე რომის საყდრის პასუხისმგებლობა ჩანს. ეპისტოლე მოუწოდებს კორინთის ეკლესიის წევრებს მშვიდობისა და წესრიგის დაცვისკენ.

ასევე არსებობს საპირისპირო მიმართულებით (აღმოსავლეთიდან რომში) გაგზავნილი წერილები. მაგალითად, ეგნატე ანტიოქელის წერილი რომაელებისადმი, მისი დანარჩენი წერილებისგან განსხვავებით, არ შეიცავს შეგონებას ან რეკომენდაციას რომის საყდრისთვის, რომ ამ უკანასკნელს თავი დაეცვა მწვალებლობისგან, არამედ წერილში მხოლოდ რომაული ეკლესიის ქება ისმის, რომელიც „სხვებს ასწავლის“.

ირინეოს ლიონელის სიტყვით, რომის ეკლესიის „უდიდესი ავტორიტეტის გამო არსებობს აუცილებლობა, რომ ყველა ეკლესია, ანუ ქრისტიანები ყველგან, ეთანხმებოდეს მას, რადგან აქ სამოციქულო ტრადიცია ყოველთვის ყველას მიერ იყო დაცული“.

ასევე ცნობილია, რომ პოლიკარპე სმირნელსა და პაპ ანიკეტეს შორის აღდგომის დღესასწაულის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. შეთანხმება არ მიღწეულა, მაგრამ ისინი შერიგდნენ, რადგან არ სურდათ ერთმანეთთან კამათი. ორივე მხარე მშვიდობიანად აგრძელებდა საკუთარი განსხვავებული ტრადიციების შენარჩუნებას.

მოგვიანებით რომთან კონფლიქტი წარმოიშვა ერეტიკოსთა ნათლობის საკითხთან დაკავშირებითაც. რომის ეკლესიაში ერეტიკოსები ხელახლა არ ინათლებოდნენ. მაგრამ ჩრდილოეთ აფრიკის ეკლესიაში, კვიპრიანე კართაგენელის დროს, აუცილებელი იყო ერეტიკოსების ხელახალი ნათლობა. დაპირისპირების დროს კვიპრიანე ამბობს, რომ არცერთ ეპისკოპოსს არ ჰქონდა სხვაზე მეტი ძალაუფლება.

თუმცა, კვიპრიანე აშკარად თავდაცვით მდგომარეობაშია რომთან დაპირისპირებისას. წმინდა მამა აღნიშნავდა, რომ არ აპირებდა საკუთარი აზრის სხვებისთვის თავს მოხვევას და არც პაპ სტეფანესთან კავშირის გაწყვეტა სურდა. მკვლევართა აზრით, ზოგადად, კვიპრიანე ღრმა პატივისცემით იყო გამსჭვალული რომის ეკლესიის მიმართ. კვიპრიანესთვის რომის კათედრა ეკლესიის ერთიანობის საფუძველი და გარანტი იყო. ამიტომაც, როცა საკუთარ ეკლესიაში დესტრუქციული ძალების წინაშე დგებოდა, ყოველთვის მზად იყო რომისთვის მიემართა, რომელსაც „საეპისკოპოსო ერთიანობის წყაროდ მიიჩნევდა“.

ამრიგად, ასეთი ისტორიული შემთხვევები გვეხმარება გავიგოთ, რომ ადრეულ საუკუნეებში რომის პაპს არ გააჩნდა საბოლოო და ყოვლისმომცველი ძალაუფლება (როგორც მონარქს) დანარჩენ ეკლესიებზე. თუმცა, უდაოა, რომ რომის საყდარს ჰქონდა განსაკუთრებული ავტორიტეტი, პრესტიჟი და გავლენა მთელ ქრისტიანულ სამყაროზე.
დავით თინიკაშვილი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 279 285 10.32859/neg.14.629.279-285 ევფროსინე ალექსანდრიელის ცხოვრება (V ს.) https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/630
ევფროსინე ალექსანდრიელის ცხოვრება შეუსწავლელი, გამოუქვეყნებელი თხზულებაა ქართულნათარგმნ ჰაგიოგრაფიაში. ბოდლეს კრებულში და პარხლის მრავალთავში დაცული უძველესი რედაქციებიადასტურებს, რომ ორივე ტექსტი მომდინარეობს ბერძნულიდან. ბოდლესეული რედაქცია საკმაოდ ახლოსმიჰყვება დედანს, ხოლო პარხლისეული რედაქცია ბერძნულთან შედარებით შემოკლებულია და შესაძლოასხვა ბერძნული ორიგინალიდან მომდინარეობს, რომელიც დაკარგულია.

ქვემოთ გთავაზობთ ცხოვრების სინოპტიკურ გამოცემას, რაც საშუალებას გვაძლევს შევადაროთ ორიუძველესი რედაქცია და მკაფიოდ აღვიქვათ მათ შორის ტექსტოლოგიური განსხვავებები. მსგავსიკორელაცია საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს, ორ განსხვავებულ რედქციასთან, რომლებიც განსხავებული ბერძნული წყაროებიდან მომდინარებს.
ნანა მირაშვილი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 286 301 10.32859/neg.14.630.286-301 ეზიდური ხელნაწერი - ფირ ომარხალანის „მშური“, მისი შესწავლა და კრიტიკული ანალიზი https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/631
როგორც ცნობილია, ეზიდური რელიგია ეფუძნება რელიგიური ტრადიციის ზეპირ გადმოცემას. ამ თვალსაზრისით, ნაკლებად ცნობილი წმინდა ხელნაწერები - „მშურები“ - წარმოადგენს ერთ-ერთ იშვიათ და უმნიშვნელოვანეს წერილობით წყაროს ეზიდების ისტორიისა და რელიგიის შესასწავლად. ჯერჯერობით მხოლოდ სამი ასეთი დოკუმენტია გამოქვეყნებული. ეზიდური სასულიერო კასტის ფირების გარკვეულ გვარებს მიკუთვნებული ეს დოკუმენტები წარმოადგენს ერთგვარ სიგელებს, რომლებშიც მურიდების გარკვეული ტომები ფირების ამა თუ იმ კონკრეტულ გვარს არის მიწერილი.

სტატიაში მოცემულია ეზიდთა ერთერთი წმინდანის - ფირ ომარხალანის - „მშურის“ კრიტიკული ანალიზი. ცნობილია, რომ ომარხალანი იყო გამოჩენილი ეზიდი წმინდანის, შეიხ ჰასან ადის, უახლოესი თანამებრძოლი.

სტატიაში წარმოდგენილია ინფორმაცია ფირ ომარხალანის და მრავალი ეზიდი წმინდანის შესახებ.

გარდა ამისა, გაანალიზებული „მშურის“ გათვალისწინებით, ავტორები ცდილობენ დააზუსტონ ზოგიერთი ეზიდი წმინდანის სახელები, რომლებიც გვხვდება შეიხი ადისა და შეიხი ჰასანის „ორმოც წმინდან“ თანამებრძოლს შორის. ისინი მოხსენიებულნი არიან ადრევე გამოქვეყნებულ ხელნაწერებშიც, კერძოდ, ფირ ხატიპსის და ფირ ამარ ყუბაისის მშურებში.
დიმიტრი ფირბარი ნოდარ მოსაკი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 302 316 10.32859/neg.14.631.302-316 სან -ფრანცისკოს სამშვიდობო ხელშეკრულება იაპონურ-ჩინური ურთიერთობების პრიზმაში https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/616
სტატია ეძღვნება იაპონია-ჩინეთის ურთიერთობებში სან-ფრანცისკოს 1951 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების ზეგავლენის მნიშვნელობის შესწავლას. განხილულია შემდეგი საკითხები: ტაივანის პრობლემა იაპონია-ჩინეთის ურთიერთობებში; სენკაკუს კუნძულები სან-ფრანცისკოს კონტექსტში; იაპონია ჩინეთის ,,შეკავების’’ დოქტრინაში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ იაპონიიის ინტერესებში შედის იაპონურ-ამერიკული ალიანსის შენარჩუნება და იმავდროულად სტრატეგიული დიალოგის წამოწყება ჩინეთში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული წესრიგის გარდაქმნას და გამყარებას.
გურამ აბესაძე საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 69 86 10.32859/neg.14.616.69-86 ირანელების საქველმოქმედო საქმიანობა თბილისში https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/617
მე-19 საუკუნეში თბილისში ირანელთა საქველმოქმედო საქმიანობა ძირითადად ხორციელდებოდა ირანის საკონსულოსა და გენერალური კონსულების მიერ ორი მთავარი მიმართულებით - ჯანმრთელობის დაცვა და განათლება. თავდაპირველად ამგვარი საქმიანობა შემთხვევით ხასიათს ატარებდა და დაკავშირებული იყო კონკრეტულ პრობლემებთან. ამგვარი ქველმოქმედების მაგალითებია ირანელთა მიერ თბილისში ეპიდემიების დროს საავადმყოფოების გახსნა ირანის კონსულების ინიციატივით და შეძლებული ირანელების დახმარებით. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი ვითარება იცვლება და იქმნება პირველი საქველმოქმედო საზოგადოებები. სტატიაში განხილულია როგორც ცალკეული პირების, ისე საზოგადოებების საქველმოქმედო მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტები.
მარინა ალექსიძე საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 87 95 10.32859/neg.14.617.87-95 ეთნიკური უმცირესობების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრება https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/618
V-VI სს. აღმოსავლეთ რომის იმპერია ეთნიკური თვალსაზრისით მრავალფეროვანი იყო. ეთნიკური უმცირესობების საკმაოდ გრძელი სია არსებობს, რომელთაც ზოგჯერ ვრცლად, ზოგჯერ კი მოკლედ ახასიათებს აგათია სქოლასტიკოსი. ეთნიკური უმცირესობების აღწერისას ის შემდეგ მახასიათებლებს გამოყოფს: 1. საერთო საცხოვრისი,  სამშობლო ან მითი თავისი მამულის შესახებ; საკუთარ თავს მოიაზრებენ გარკვეულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე. ზოგჯერ ხაზგასმულია, რომ აქვთ მდიდარი ბუნებრივი გარემო და ნაყოფიერი მიწა-წყალი; საცხოვრისის აღწერისას ორიენტაციისათვის აღებულია ზღვა, მდინარე ან დიდ ქალაქთან მდებარეობა; 2. საერთო წარმომავლობა, ეთნოსს აქვს მეხსიერება, რწმენა საერთო ისტორიაზე; უმეტესად ინტუიციურად გაცნობიერებული აქვთ საერთო წარსულის ერთიანობა. ამის გამო აქვთ სიამაყე, ზოგჯერ ქედმაღლობაც და ღირსების გრძნობა; 3. საერთო რელიგია და კულტურა, ადათ-ჩვეულებები და ტრადიციები, რომელთაც უმეტესად კანონის ძალა აქვთ მიღებული; 4. ჰყავთ მეფე, თავისი ქვეყნის მმართველი, ავლენენ კოლექტიური სოლიდარობის გრძნობას; აღიარებენ და იცავენ სხვადასხვა სოციალურ ფენათა შორის წონასწორობას. თუმცა ეს წონასწორობა ზოგჯერ შეიძლება დაირღვეს კიდეც.  5. აქვთ საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული ენა.
ოლღა ბერიძე საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 96 103 10.32859/neg.14.618.96-103 ევროპული ,,ოქროს საწმისის” ორდენი და ანტიოსმალური კოალიციები https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/619
ევროპაში ,,ოქროს საწმისის” ორდენის ისტორია XV საუკუნიდან იღებს სათავეს. ამ ორდენის დაარსება ფილიპე III კეთილი  ბურგუნდიელის სახელთან არის დაკავშირებული.       ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ აიღეს ევროპელებმა მთავარ  ევროპულ ჯილდოდ ორდენი, რომელიც ევროპის  ყველა სამეფოს უმაღლეს ორდენს აღემატებოდა, თანაც სახელწოდებით ,,ოქროს საწმისი”, რომელსაც კოლხურ სამყაროსა და კოლხეთის ზღვაოსნობასთან, შავ ზღვასთან  მივყავართ.  ცხადია, ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი, თუ გავითვალისწინებთ ,,ოქროს საწმისის” შექმნის დროს. ვფიქრობთ, ეს ასევე არის შუა საუკუნეებში საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ფურცელი, რაც სიღრმისეულ კვლევას ითხოვს, მით უმეტეს საზღვაო თემებთან კავშირში, რასაც შავი ზღვის ისტორიასთან მივყავართ.

აღსანიშნავია, რომ  წარსულის რომანტიზაცია როგორც ევროპაში, ისე საქართველოში, სხვადასხვა დროს ანტიოსმალური კოალიციების პერიოდშიც შეინიშნებოდა. ამავე დროს ,,ოქროს საწმისი“ მსოფლიოში გამორჩეულია თავისი ცნობადობითა და პოპულარობით. ანტიოსმალური კოალიციის პერიოდში ოქროს საწმისსა და ქართულ სამყაროზე მინიშნება, ჩვენი თვალსაზრისით, კარგად იყო გათვლილი და შორს გამიზნულ პოლიტიკას ემსახურებოდა, რაც ევროპელებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული. ევროპელთა მხრიდან კი საქართველოსადმი ინტერესი  ანტიოსმალური კოალიციების პერიოდში რამდენიმე ფაქტორით უნდა ყოფილიყო განპირობებული. პირველ რიგში, საქართველოს გეოპოლიტიკით, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზასაყარზე მდებარეობით, საქართველოს ახლო აღმოსავლეთთან, მსოფლიოს ამ ცხელ წერტილთან კავშირით, სადაც მაშინაც მაშინდელი მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანეს პროცესებს ჰქონდა ადგილი  და საიდანაც, განსაკუთრებით 1453 წლიდან, ოსმალთა მხრიდან ქრისტიანული სამყაროსთვის საერთო  საფრთხეები მომდინარეობდა. ამიტომაც საქართველო ქრისტიანული სამყაროს დაცვის უმნიშვნელოვანეს კერასა და ფორპოსტს წარმოადგენდა, რაზეც იდგა  ევროპული და ქართული ცივილიზაცია. ეს შესანიშნავად ესმოდათ მაშინდელ ევროპელებს, რომლებიც საქართველოს დასავლეთის ნაწილად განიხილავდნენ. რაც მთავარია, აღნიშნული რეგიონი მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა დიდ პოლიტიკას, რომელზეც გამავალი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო მაგისტრალები მათი  დაუფლების სურვილს აღძრავდა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხში, მათ შორის ქართველებშიც. ამასთანავე შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვასთან ერთად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის პოლიტიკასა და საერთაშორისო ვაჭრობაში.
მანანა გაბაშვილი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 104 119 10.32859/neg.14.619.104-119 ქართველ მეფეთა პოლიტიკური ურთიერთობა შაქის სახანოს მმართველებთან XVIII საუკუნის შუა წლებში https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/620

XVIII საუკუნის შუა წლებში, ირანში შინააშლილობის პერიოდში, სამხრეთ კავკასიაში წარმოიქმნა დამოუკიდებელი და ნახევრადდამოუკიდებული და პოლიტიკური ერთეულები. ისინი მუდმივ ურთიერთბრძოლებში იყვნენ ჩართულნი. ეს ბრძოლები უშუალოდ საქართველოს საზღვრებთან მიმდინარეობდა და, ბუნებრივია, მაყურებლის როლში ვერ დარჩებოდნენ ქართლისა და კახეთის მეფეები, რომლებიც მალევე ჩაებნენ საბრძოლო მოქმედებებში. სტატიაში წარმოდგენილია შაქის სახანოს მოკლე ისტორია, განხილულია ამ სახანოს მმართველის, ჰაჯი- ჩელები ხანის მოღვაწეობის ზოგიერთი ასპექტი. მთავარი ყურადღება კი გამახვილებულია შაქის სახანოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ურთიერთობებზე XVIII საუკუნის შუა ხანებში.

კახაბერ დემეტრაშვილი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 120 135 10.32859/neg.14.620.120-135 რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) დროს ქართველ პატრიოტთა და იაპონელთა საიდუმლო თანამშრომლობა https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/621

რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905 წწ) დროს, ფარული მხარდაჭერის გარდა, ქართველ პატრიოტებსა და იაპონურ დაზვერვის სამსახურებს შორის საერთო მტრის წინააღმდეგ თანამშრომლობა არსებობდა. იაპონიის დაზვერვის ოფიცრის მოტოჯირო აკაშის და ქართველი პატრიოტის, ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრის გიორგი დეკანოზიშვილის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ თანამშრომლობა ქართულ ისტორიოგრაფიაში მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია. აღნიშნულ საკითხს მეტ-ნაკლებად შეეხნენ უცხოელი მკვლევრებიც. წარმოდგენილი სტატიის მიზანია არსებული კვლევების მიერ შესწავლილი ფაქტების ანალიზი და გარკვეული სამეცნიერო სიახლეების შემოტანა.

ჯაბა მესხიშვილი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 136 148 10.32859/neg.14.621.136-148 КАК СФОРМИРОВАЛСЯ СОВРЕМЕННЫЙ АЗЕРБАЙДЖАН? https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/622

Данная статья посвященна истории советского и современного Азербайджана. Режим установленый большевиками в 1920 г. в Азербайджане, по сути, был оккупационным и опирался на репрессивную политику. С. Киров поставленый во главе Азербайджанской ССР делал ставку на русских и армян. В первые годы советской власти продолжало деятельность мусаватистское националистическое подполье. Практически до 1932 г. большевики не доверяли управлять Азербайджаном этническим азербайджанцам. Только в 1932 г. И. Сталин поручил управлять Азербайджаном М. Д. Багирову. Этот верный сталтинист ранее был замешан в расправах над азербайджанскими крестьянами и был повязан с И. Сталиным кровью. М. Д. Багиров провел “Большой Террор” 1937-1938 гг. и репресии 40-х гг. ХХ в. в республике. Жертвами репрессий, в первую очередь, стала национальная интеллигенция. Была осуществлена форсированная коллективизация и индустриализация, которая, однако, привела к ряду проблем в сельском хозяйстве и промышленности. Ситуация была несколько исправлена после устранения М. Д. Багирова от власти в 1954 г. и после судебного процесса 1956 г. над организаторами большого террора. В 50-60-х гг. ХХ в. сформировалась многочисленная гуманитарная интеллигенция. В 1969 г. к власти пришел Г. Алиев, который сделал себе карьеру в советских спецслужбах. В 70-х гг. ХХ в. он осуществил чистки в отношении партийцев, которые пришли к власти во время Хрущевской Оттепели и были повинны в коррупции. При Г. Алиеве Советский Азербайджан достиг пика своего развития. Кроме тяжелой промышленности и добычи нефти получили развитие сельсое хозяйство и легкая промышленость. Смена М. Горбачевым азербайджанского компартийного руководства повергла азербайджанскую компартию в кризис. Азербайджанские коммунисты не смогли адекватно реагировать на вызовы со стороны армянских ирредентистов и азербпайджанских национал-демократов. “Народный Фронт” в 1990 г. фактически поставил Азербайджан в состояние двоевластия. Попытка М. Горбачева удержать Азербайджан под властью имперского центра привела к кровавым событиям “Черного января” 1990 г. Осенью 1991 г. Азербайджан уже де-юре вышел из состава СССР. Неспособность коммунистов решить Карабахский кризис 1988-1991 гг. фактически привел к власти А. Эльчибея. Однако ни А. Муталибов, ни А. Эльчибей не смогли совладать с политическим кризисом, охватившим Азербайджан в 1991-1993 гг. Даже Г. Алиеву понадобилось несколько лет, чтобы выстроить свою вертикаль власти. Оппозиция была подавлена только в 1995 г. Г. Алиев смог добиться стабилизации экономики и привлек инвестиции. Авторитарная модель позволила добиться внутриполитического покоя, в то время как при демократии А. Эльчибея Азербайджан лихорадило. Г. Алиев передал власть И. Алиеву в 2003 г. И. Алиев ликвидировал региональные кланы в 2005 г. и еще более укрепил вертикаль власти сосредоточив власть в руках своего клана. Авторитарный стиль руководства позволил добиться укрепления экономики и модернизации армии. Апогеем успехов И. Алиева стала Вторая Карабахская война 2020 г. Теперешний президент Азербайджана проводит подчеркнуто протурецкий курс внешней политики, что выразилось в подписании Шушинской декларации в 2021 г.

Ярослав Пилипчук საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 149 175 10.32859/neg.14.622.149-175 დოქტორ აბას ფანაჰის სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/624

დოქტორი აბას ფანაჰი დაიბადა 1975 წელს ირანის მაზანდარანის პროვინციის ქალაქ თონექაბონში, სადაც მიიღო დაწყებითი და საშუალო განათლება. 1998 წელს გახდა ბაკალავრი(მასწავლებელთა დახელოვნების უნივერსიტეტი, თეირანი), 2000 წელს შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტში (თეირანი) მოიპოვა პოსტ-ისლამური ირანის ისტორიის მაგისტრის წოდება, 2009 წელს კი დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თავისუფალი ისლამური უნივერსიტეტის ნაჯაფაბადის ფილიალში.

აბას ფანაჰი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 176 186 10.32859/neg.14.624.176-186 ირანის ხალხის მუჯაჰიდების ორგანიზაციის ცვალებადი იდეოლოგია https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/625

ირანის ხალხის მუჯაჰიდების ორგანიზაცია 1960-იან წლებში ისლამური მარქსიზმის იდეებზე დაფუძნდა და ერთ-ერთი ის იშვიათი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც 1979 წლის ირანის რევოლუციამდე დაარსდა და დღემდე აქტიურად მოქმედებს. თუმცა ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა როგორც საკუთარ იდეოლოგიაში, ისე პოლიტიკური მოკავშირეების სიაში, და თუკი თავდაპირველად ხალხის მუჯაჰიდები აქტიურად ებრძოდნენ ირანში ამერიკულ და დასავლურ ინტერესებსაც, დღეს მათ მრავალ ამერიკელ და დასავლელ პოლიტიკოსთან აქვთ კავშირი ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საბრძოლველად.

ცვლილებები ხალხის მუჯაჰიდების იდეოლოგიასა და საქმიანობაში შეიძლება აიხსნას რეპრესიებით ორგანიზაციის წინააღმდეგ როგორც შაჰის პერიოდში, ისე ისლამური რესპუბლიკის მიერ, რომლებმაც ორგანიზაციის ათასობით წევრი შეიწირა; ორგანიზაციის მმართველობის მასუდ რაჯავისა და შემდგომ მისი მეუღლის მარიამ რაჯავის ხელში მოქცევით და გეოპოლიტიკური ცვლილებებით, რომლებმაც დრამატულად გადაასხვაფერა ორგანიზაციის მოკავშირეთა სია.

ნიკო ქელბაქიანი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 187 205 10.32859/neg.14.625.187-205 1920-იანი წლების კოსმოპოლიტური კაირო და „ტარაბის“ დედოფალი მუნირა ალ-მაჰდია https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/neg/article/view/632
1920-იანი წლები მკვეთრი ცვლილებების ხანა იყო ეგვიპტის პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ სფეროებში. ერთის მხრივ, 1919 წლის აჯანყების ფონზე ჩამოყალიბებული ახალი ანტიევროპული მოძრაობა და მეორეს მხრივ კი, კოსმოპოლიტური კაიროს მღელვარე ღამის ცხოვრება იყო ამ პერიოდის ხასიათის განმსაზღვრელი ორი ძირითადი ხაზი.

1920-იანი კაიროს ღამის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე იყო მუნირა ალ-მაჰდია, რომელსაც „ტარაბის დედოფალი“ (سلطنة الطرب) უწოდეს. კაიროს ბარებში ახალგაზრდა ნიჭიერი გოგონა დიდ ყურადღებას იქცევდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კომპანია „ბაიდაფონმა“ ჩაწერა და მისი პირველი ფირფიტა 1906 წელს გამოვიდა. მალე ის თავისი დროის ყველაზე მოთხოვნად არტისტად იქცა და საკუთარი სალონიც ე.წ. „სალა“ (صالة) და თეატრის, ცეკვისა და მუსიკის კომპანიაც ჰქონდა. აღსანიშნავია ასევე, მისი მეგობრობა იმ დროის გავლენიან ეგვიპტელ პოლიტიკოსებთან და მისი მოღვაწეობის პატრიოტული ხასიათი.

მუნირა წვეულებებისა და კაიროს ბობოქარი ღამის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავად რჩებოდა 1920-იან და 1930-იან წლებში.  თუმცა, მისი დიდება მოგვიანებით ახალი ვარსკვალების გამოჩენასთან ერთან შესუსტდა და  მისი სახელი თანდათან ჩრდილში მოექცა.
თამარ მოსიაშვილი საავტორო უფლებები (c) 2023 2023-03-20 2023-03-20 14 317 334 10.32859/neg.14.632.317-334