ირანელების საქველმოქმედო საქმიანობა თბილისში
(XIX-XX საუკუნეების მიჯნა
DOI:
https://doi.org/10.32859/neg.14.617.87-95საკვანძო სიტყვები:
ირანის საკონსულო, მირზა რეზა ხან არფა ად-დოულე, მირზა მაჰმუდ ხან ალა ალ-მოლქი, „ეთეფაყ-ე ირანიან“, ბაჰმან მირზაანოტაცია
მე-19 საუკუნეში თბილისში ირანელთა საქველმოქმედო საქმიანობა ძირითადად ხორციელდებოდა ირანის საკონსულოსა და გენერალური კონსულების მიერ ორი მთავარი მიმართულებით - ჯანმრთელობის დაცვა და განათლება. თავდაპირველად ამგვარი საქმიანობა შემთხვევით ხასიათს ატარებდა და დაკავშირებული იყო კონკრეტულ პრობლემებთან. ამგვარი ქველმოქმედების მაგალითებია ირანელთა მიერ თბილისში ეპიდემიების დროს საავადმყოფოების გახსნა ირანის კონსულების ინიციატივით და შეძლებული ირანელების დახმარებით. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი ვითარება იცვლება და იქმნება პირველი საქველმოქმედო საზოგადოებები. სტატიაში განხილულია როგორც ცალკეული პირების, ისე საზოგადოებების საქველმოქმედო მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტები.ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2023-03-20
როგორ უნდა ციტირება
ალექსიძე მ. (2023). ირანელების საქველმოქმედო საქმიანობა თბილისში: (XIX-XX საუკუნეების მიჯნა. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, (14), 87–95. https://doi.org/10.32859/neg.14.617.87-95
გამოცემა
სექცია
ისტორია და წყაროთმცოდნეობა