ფსევდო–დიონისე არეოპაგელის ენის ზოგიერთი თავისებურების გამო

ავტორები

  • ნელი მახარაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

DOI:

https://doi.org/10.32859/neg.14.612.26-34

საკვანძო სიტყვები:

დიონისე არეოპაგელი,, ნეოპლატონური იდეები,, გრამატიკული ატრიბუტები,, ენობრივი სტილი

ანოტაცია

დიონისე არეოპაგელის ენის თავისებურებათა კონტექსტში, ნაშრომში ძირითადად განიხილება ორი საკითხი – აღმატებითხარისხიანი ზედსართავი სახელების და uJpevr – პრეფიქსიანი სიტყვების სიჭარბე, რასაც ავტორს არაიშვიათად  სტილის, წერის მანერის ხელოვნურ ზვიადობად, ენაკაზმულობით გატაცებად უთვლიან მკვლევარნი.

ზედსართავი სახელები აღმატებით ხარისხში უმთავრესად დასტურდება ტრაქტატში „ზეციური იერარქიის შესახებ“, რომელიც არსებითად არის მეტაფიზიკური ყოფიერების სტრუქტურის, ღმერთის შემეცნების კატაფატიკური გზის, ანუ ღვთაებრივი ნათელის ემანაციის იერარქიული საფეხურების არეოპაგიტული მოდელი. ამ გზაზე ყოველი საფეხური ხასიათდება ღვთაებრივი თვისობრიობის კლებადი ან მატებადი ხარისხით. ამასთან, ეს დამოკიდებულია იმაზე, დახასიათებისას მივემართებით ქვემოდან ზემოთ, თუ ზემოდან ქვემოთ. შესაბამისად, ერთსა და იმავე „არსთათვის“, საფეხურების მიხედვით, ყალიბდება ატრიბუტული წყვილები: უქვემოეს–უზემოესი, უშორეს–უმახლობელესი, უმდარეს–უპირატესი და ა.შ.; ანუ: ის, რაც ახლოა რეალურ ყოფიერებასთან, შორსაა ღვთაებრივისგან და პირიქით...

ტრაქტატში დიონისე არეოპაგელი გრამატიკულ ხარისხს მიზანმიმართულად ხმარობს, როგორც მსოფლმხედველობრივ–თეოლოგიური აზრის გამოხატვის შეუცვლელ საშუალებას და არა როგორც ენობრივ სამკაულს.

uJpevr–პრეფიქსული წარმოების ტერმინებს რაც შეეხება, მათი უმრავლესობა ეკუთვნის ტრაქტატს „ღვთაებრივი სახელების შესახებ“, რომელშიც არეოპაგიტული „ერთის“, ანუ ღმერთის განსაზღვრების შესაძლებლობების და შეუძლებლობის საზღვრებია ზღვარდადებული თუ ზღვარდაუდებელი. არეოპაგიტული ღმერთი ყოვლობის მიღმაა – არც ღმერთია, არც არაღმერთი, რამდენადაც ზეღმერთია, ზეშთაღმერთია (uJpevrqeo") და  მისი არსი არის ზეარსი (uJperoυsίa), არეოპაგელთან ის კატაფატიკურად იძენსატრიბუტებს: ზეკეთილი, ზესავსე, ზესრული, ზენათელი, ზეშთამშვენიერება, ზესაჩინო და ა.შ., ამიტომყოველი ასეთი ზეშთა, ზე– uJpevr – ით ნაწარმოები ლექსიკური ერთეული ცნებით კატეგორიას წარმოადგენს და აზრობრივ–ტერმინოლოგიური ზედმიწევნილობის იშვიათი მაგალითია. ამდენად იგი შეუძლებელია განიხილებოდეს წერის ესთეტიკური სტილით გატაცების, მოჩუქურთმებული სიტყვაკაზმულობის ნიმუშად.

ავტორის ბიოგრაფია

ნელი მახარაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

მკვლევარი, ბიზანტინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-03-20

გამოცემა

სექცია

ლინგვისტიკა და ლიტერატურათმცოდნეობა