გამოუცხადებელი ომიდან ჰიბრიდულ ომამდე: პროპაგანდა და მითოლოგია
ანოტაცია
ბოლო რამდენიმე წელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხი საქართველოს შიდა-პოლიტიკური დებატების საგნად გადაიქცა. ერთმანეთს უპირისპირდება ორი ნარატივი: ერთის მიხედვით აგვისტოს მოვლენებისას აგრესორია რუსეთი, ხოლო საქართველო – მსხვერპლი; მეორე ნარატივის მიხედვით აგრესორიცა და მსხვერპლიც საქართველოა. წინამდებარე სტატიაში უკანასკნელი ნარატივი განხილულია პოლიტიკური მითის ცნების ქვეშ, რომლის მიზანიც ჰიბრიდული ომის თეორიის თანახმად საზოგადოების წინააღმდეგობის გაწევის უნარის გატეხაა. გამოკვლეულია აღნიშნული მითის ისტორიული საფუძვლები და გავლებულია დისკურსული პარალელები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სამხედრო ეპიზოდებს შორის მე-19 საუკუნიდან უახლესი ისტორიის ჩათვლით. ნაჩვენებია თუ როგორ ერთიანდება რუსეთის ხატში ერთდროულად დამნაშავე და უდანაშაულო, როგორ წარმოადგენს იგი მუდმივი იმედისა და იმედგაცრუების წყაროს.