აფხაზეთის ისტორიისათვის ბრძოლა პოსტსსტალინურ საბჭოთა საქართველოში

ავტორები

  • დავით ჯიშკარიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ანოტაცია

მეორე მსოფლიო ომის მერე იოსებ სტალინი შვებულებას სოჭში ატარებს, მეტწილად, ხვდება ბავშვობის მეგობრებს და პარკებში სეირნობს. 1946 წელს ის ურეკავს საქართველოს სსრ-ს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს და სთხოვს ორ ქართველ ისტორიკოსებთან – სიმონ ჯანაშიასთან და ნიკო ბერძენიშვილთან შეხვედრა დააორგანიზოს. განხილვის საგანი უნდა ყოფილიყო 1943 წელს საშუალო სკოლებისთვის ქართულ ენაზე გამოცემული საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელო. სტალინს წიგნი წინასწარ ჰქონდა წაკითხული და კარგად იყო მომზადებული დისკუსიისთვის. ის საბჭოთა ,,კორენიზაციის’’ პოლიტიკას უჭერდა მხარს და ამ კუთხით უყურებდა ასეთ ტექსტებს. როგორც ჩანს, მას სურდა, რომ ქართველებს, როგორც ტიტულარულ ერს რესპუბლიკაში, ყველა პრივილეგიით ესარგებლათ, შესაბამისად, მხარს უჭერდა რესპუბლიკის შიგნით არსებული სხვა ჯგუფების გაქართველების პოლიტიკას. ამ პოლიტიკამ გამოიწვია ეთნიკური უმცირესობების პროტესტი (ძირითადად ფარული და ზოგჯერ ღიაც). ერთ-ერთი პირველი საპროტესტო წერილი მოსკოვს სამმა ახალგაზრდა აფხაზმა ინტელექტუალმა გაუგზავნა 1947 წელს. იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ თბილისისა და სოხუმის, ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო გაღრმავდა. ქართული საბჭოთა ნაციონალისტური პოლიტიკამ, განსაკუთრებით ისტორიოგრაფიაში ასახულმა, ხელი შეუწყო აფხაზური „საპასუხო“ ნაციონალიზმის ჩამოყალიბებას. ისტორიაზე კონტროლმა ხელი შეუწყო პოლიტიკური ჯგუფების ფორმირებას და ბრძოლას ძალაუფლებისათვის, მაგალითად ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კონტროლისათვის.

ავტორის ბიოგრაფია

დავით ჯიშკარიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-11

გამოცემა

სექცია

სტატიები