საქართველოში დიდი ტერორის კვალდაკვალ. მიხეილ მგალობლიშვილის „რეპრესირებული ადამიანის 1937 წლის მოგონებები“

ავტორები

  • ოლივერ რაისნერი

ანოტაცია

მიხეილ მგალობლიშვილის მოგონებები საქართველოში დიდი ტერორის ამსახვე- ლი ორიგინალური დოკუმენტებიდან ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ამ სტატიაში გავაანალიზებ მგალობლიშვილის 1937 წლის თბილისის დიდ ტე- რორთან დაკავშირებულ მოგონებებს და მის გამოცდილებას ახლად დაარსებულ შრომით- გასწორებით ბანაკში “ვიატკა”. ეს მოგონება დაიწერა 1972 წელს, 70 წლის ასაკში, შრო- მით-გასწორებითი ბანაკიდან გათავისუფლებიდან 25 წლის შემდეგ. შესაბამისად, ტექსტი საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მისი სიღრმისეული დეკონსტრუქცია და გამოვიკვ- ლიოთ ინდივიდუალური მოგონებების ცვალებადობა, ასევე, ერთი მხრივ, გულმავიწყობა წარსულსა და მომავალს შორის და მეორე მხრივ, ხრუშოვის დე-სტალინიზაციის ნარატი- ვი. პირადი ტრავმული მოგონებების სოციალური და კულტურული ცვალებადობის კომპ- ლექსური ურთიერთქმედება შეიძლება დაგვეხმაროს პარტიის წევრის მიერ მოგონების მალულად დაწერის კონკრეტული მოტივებისა და საბჭოთა საქართველოს აზროვნების სპეციფიკის გააზრებაში. მოგონებები გამოქვეყნდა 1990 წელს და ამიტომ, ხელი შეუწყო საქართველოში საბჭოთა ძალის საჯაროდ დელეგიტიმიზაციას საბჭოთა კავშირის დაშ- ლის პერიოდში.

ავტორის ბიოგრაფია

ოლივერ რაისნერი

სრული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-04-18

გამოცემა

სექცია

სტატიები