სულხან საბა ორბელიანი: ევროპა ქართველის მზერით
ანოტაცია
სულხან საბა ორბელიანის ”მოგზაურობა ევროპაში”, რომლის მხოლოდ მეორე, იტალიური ნაწილია შემორჩენილი, დაიწერა მე-18 საუკუნის პირველ მესამედში. თვით პარიზიდან რომში მოგზაურობას კი იმავე საუკუნის დასაწყისში ჰქონდა ადგილი.
ტექსტი მიეკუთვნება სამოგზაურო ჩანაწერების ან დღიურის ჟანრს, მაგრამ მისი უნიკალობა მდგომარეობს იმაში, რომ წარმოადგენს აღმოსავლელის თვალით დანახულ ევროპას. აქ ურთიერთქმედებაში მოდის ორი კულტურა, რომელთაგან ორივეს აქვს ერთმანეთის ტოლფარდი სამწერლო ტრადიცია, მაგრამ ერთი (ევროპული) მეორეზე განუზომლად მრავალფეროვანია რეალობის იმ ასპექტით, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ვიზუალური.
ორბელიანის თხზულება შედარებულია იმავე ჟანრის ტექსტებთან: 1) მარკო პოლოს ”მილიონი”; 2) ლიუტპრანდ კრემონელის ანგარიში ბიზანტიაში ელჩობის შესახებ; 3) ჯოვანი პიანო დი კარპინეს ჩანაწერები 1245 წლის მისიის შესახებ.
შედარებისას გამოკვეთილია შემდეგი პრობლემები: რეალობიდან აღსაწერი ფაქტების შერჩევის სტრატეგია; მთხრობელის პოზიციონირება ნარატივის ობიექტის მიმართ; არანარატიული (რიტორიკული) ელემენტების რაოდენობა და ფუნქცია.