THE ROLE OF NATIONAL NARRATIVES IN RUSSIA’S WORLDVIEW
Abstract
წინამდებარე ესეიში რუსული აგრესიის ანთროპოლოგიურ-ფსიქოლოგიური ახსნაა მოცემული. ამერიკელი ანთროპოლოგი, ჯეიმს უერტჩი, რუსულ მსოფლაღქმას და რუსე- თის უკრაინულ აგრესიას ნარატივების კუთხიდან განიხილავს. ავტორის აზრით, ნარატი- ვების ანუ ამბის ამა თუ იმ ფორმით თხრობის თავისთავადი ძალა მნიშვნელოვანი პო- ლიტიკური გარემოებაა. იგი, ერთი შეხედვით, ყველაზე უფრო რაციონალურ სფეროში, ეკონომიკაშიც კი ქმნის ამინდს. მოკლედ, ნარატივი იდენტობის საყრდენია და, ესე იგი, ქმედებებისაც.
უერტჩი ყურადღებას ამახვილებს განსხვავებაზე ე.წ. სპეციფიკურ და სქემატურ ნა- რატივებს შორის. პირველი კონკრეტული ამბის თხრობაა, მეორე კი მასში ჩადებული აბსტრაქტული სააზროვნო ხაზი, ტელეოლოგიური შიგთავსი, რომელსაც ზედაპირული წამკითხველი ვერც ამჩნევს. ასე მაგალითად, ჰიტლერელთა დამარცხება სტალინგრად- თან, კურსკთან და ბერლინთან რუსების სპეციფიკური ნარატივია, რომლის უკან იმალება უცვლელი, ზოგადი ნარატივი „უცხო მტრის განდევნისა“. ავტორისათვის საგანგებო გარე- მოებაა, რომ რუსული ნარატივები მუდამ ამ სქემას მისდევდა, იგი არა მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებებს ეხებოდა, როგორიც იყო, მაგალითად, „მშვიდობიან რუსეთზე“ მტრული პოლონეთის თავდასხმა მე-17 საუკუნეში და შემდგომ მათი განდევნა, არამედ იდეების სა- მყაროსაც: სოლჟენიცინს მარქსიზმი მიაჩნდა რუსეთის ცივილიზაციის მტრად, დოსტოევ- სკის კი, ზოგადად, დასავლური იდეები. სქემატური ნარატივი აქეზებს რუსებს, რომ მტერი დაინახონ იქ, სადაც სხვები მას ვერ ხედავენ.
ესეი მიდის უფრო ღრმად ნარატივების სამყაროში, გამოყოფს „პრივილეგირებული ამბის ნარატივს“, „ნარატივის ეროვნულ პროექტს“ და, ხაზს უსვამს რა ასეთი მენტალური სამყაროს უნივერსალურობას, უბრუნდება რუსულ ქეისს. ავტორი ასკვნის, რომ ნარატი- ვების სამყარო სახელმწიფო პროპაგანდამდე არ დაიყვანება და იმავე რუსული ნარატივე- ბის ცვლას არა მხოლოდ პროპაგანდის შეწყვეტა, არამედ ალტერნატიული ნარატივების შექმნა-გავრცელება ესაჭიროება.