Foreword
Abstract
ჩვენი ჟურნალი აგრძელებს ტრადიციას და გთავაზობთ მეოთხე ნომერს, რომლის ფურცლებზე დაბეჭდილი სტატიები კვლავაც საქართველოსა და რეგიონის ისტორიული თავგადასავლის მნიშვნელოვანი ეპიზოდების საზრისის წვდომას ეძღვნება. ისტორია არაა ზუსტი მეცნიერება და მხოლოდ ბუნებისმეტყველების შესაფერისი პოზიტივისტური მემკვიდრეობით მას ვერ მივუდგებით. მისი ქარაგმების ამოხსნა მუდმივად იქნება იმაზე დამოკიდებული თუ წარსულის რა წახნაგების ხელახალი გარჩევაა დღეს აქტუალური – როგორც ისტორიკოსი ამბობდა, მისი საგანი ხომ მუდმივი დიალოგია აწმყოსა და წარსულს შორის. ამ დიალოგის გარეშე არ არსებობს არც ინდივიდუალური და არც საზოგადოებრივი/კოლექტიური იდენტობა.
Downloads
Published
2023-05-11
Issue
Section
Foreword